logo
დახურვა
თანამშრომელთა კვლევა

გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასთან ერთად, კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია თანამშრომელთა განვითარების და შიდაორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავება.


ამ პროცესში ACT მხარდაჭერას უწევს კომპანიებს მათი ორგანიზაციული კლიმატის უკეთ გაგებაში, თანამშრომლების და მათი პოტენციალის შეფასებასა და გაძლიერებაში. შეგიძლიათ მოგვმართოთ როდესაც:


  • გსურთ ხელი გეჭიროთ ორგანიზაციის შიგნით მიმდინარე პროცესების პულსზე და ნათლად ხედავდეთ ტენდენციებს თანამშრომლების განწყობის თვალსაზრისით. შეგიძლიათ მონიტორინგი გაუწიოთ თანამშრომელთა კმაყოფილებას, მოტივაციის დონეს, ერთგულებას (ლოიალობას), შიდა კომუნიკაციის ეფექტურობას და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ინდიკატორს.

  • ორგანიზაციაში კადრების გადინება ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიურია – ეისითის ინსტრუმენტებით შეძლებთ დაადგინოთ თანამშრომელთა უკმაყოფილების მიზეზები, კომპანიაში მუშაობის ბარიერები და შეიმუშავოთ თანამშრომლების შენარჩუნების ეფექტური მეთოდები.

  • თქვენს კომპანიას აქვს გარდამავალი პერიოდი, თქვენს სექტორში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილებები ან კომპანია არის შერწყმის / გაყოფის პროცესში. თანამშრომელთა კვლევა საშუალებას მოგცემთ გამოავლინოთ თანამშრომელთა განწყობები, სწორად გაანაწილოთ ადამიანური რესურსი და მათი პასუხისმგებლობები ახალ სტრუქტურაში, დანერგოთ გუნდის ეფექტური მუშაობისთვის საჭირო პროცესები და სხვა.

  • კომპანიაში იგეგმება / მიმდინარეობს ტრანსფორმაცია, იმყოფება ღირებულებების და ძირითადი სტრატეგიული ხედვის ფორმირების ფაზაში ან / და მიმდინარეობს ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შემუშავება. კვლევა მოგცემთ საშუალებას შეაფასოთ თანამშრომელთა არსებული ღირებულებითა სისტემის შესაბამისობა კომპანიის ახალ ხედვებთან მიმართებაში და დაგეგმოთ მაქსიმალურად ეფექტური ტრანსფორმაციის სტრატეგია.


სხვა მომსახურება

დაგვიკავშირდი

მსურს თქვენს ექსპერტებთან საუბარი შემდეგ საკითხებში:

arrow-up