დახურვა
ბავშვები და ახალგაზრდები

  • ახალგაზრდების კვლევები

ახალგაზრდები საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ხშირად ცვლილებების მამოძრავებელი ძალაც შეიძლება გახდეს. მათი, როგორც ცვლილებების წამახალისებლების მონაწილეობა სხვადასხვა პროცესში მეტად მნიშვნელოვანია თანამედრო საზოგადოების მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებების პროცესში, ახალგაზრდები ხშირად აწყდებიან რთულ გამოწვევებს, მათ შორისაა ახალგაზრდების შეზღუდული როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ადგილობრივ ან ეროვნულ დონეზე, ასევე იზოლაცია და/ან ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფის დაბალი ინტეგრაცია, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევები და სხვა. ჩვენ ვმუშაობთ საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებთან, ასევე თავად ახალგაზრდებთან, რათა გავაანალიზოთ ის გამოწვევები, რომელთაც ახალგაზრდა ადამიანები აწყდებიან და ვეხმარებით სხვადასხვა დაინტერესებულ მხარებს კვლევის შედეგებზე დაფუძნებული ღირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.


  • ახალგაზრდობის გაძლიერება

მნიშვნელოვანია ახალგაზრდების, როგორც ცვლილებების მამოძრავებელი ძალის პოპულარიზაცია და მათი სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და/ან კულტურული პროცესის ნაწილად ქცევა. ამ კუთხით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით: უნარების განვითარება; ცნობიერების ამაღლება მათი, როგორც აქტიური მოქალაქეების უფლებებისა და როლის შესახებ; მოტივირება, რათა ახალგაზრდებმა გაძლიერება ჩათვალონ მექანიზმად, რომლითაც შესაძლებელია საკუთარი შესაძლებლობების გაზრდა დაპოტენციალის განვითარება ღირებული ტრანსფორმაციების მოსახდენად. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი მხარს უჭერს ახალგაზრდების გაძლიერებას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე სოციალური კვლევების, კონსულტაციების, ტრენინგებისა და მოდულების მეშვეობით, რომელთა ძირითად აქცენტსაც სწავლა, დაგეგმვა, არსებული კონტექსტებისა და გამოწვევების გაანალიზება და ლიდერობის უნარების განვითარება წარმოადგენს. აღნიშნული ეხმარება ახალგაზრდებს გახდნენ უფრო ატიური, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიმღები მოქალაქეები, რომლებიც სრულად არიან ჩართულნი ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამასთანავე, ჩვენ მხარს ვუჭერთ გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტებს ახალგაზრდობის გაძლიერების პროცესში კვლევაზე დაფუძნებული საკონსულტაციო მომსახურებით.


  • ბავშვთა საკითხები

ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ბიზნეს სექტორთან და დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებთან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების ანალიზის განსახორციელებლად. ჩვენი კვლევები ძირითად ფოკუსირდება შემდეგზე: ბავშვების ჯანმრთელობა, განათლება, ბავშვთა დაცვა, შვილად აყვანა და მინდობით აღზრდა, ბავშვთა ბულინგი, სოციალური ჩაგვრა და ძალადობა, ადრეული ქორწინება, ოჯახური სირთულეები, სოციალიზაციის პრობლემები და ბავშვებთან დაკავშირებულ ბევრი სხვა საკითხი. ჩვენ, სოციალური კვლევებითაი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსილტირებით, ხელს ვუწყობთ გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტებს, დაძლიონ ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები, დაიცვან და მხარი დაუჭირონ ბავშვთა უფლებებს, შექმნან და განახორციელონ ბავშვზე ორიენტირებული მდგრადი პოლიტიკა.






სხვა მომსახურება

დაგვიკავშირდი

მსურს თქვენს ექსპერტებთან საუბარი შემდეგ საკითხებში:

arrow-up