დახურვა
ევროპიზაცია

რეგულირების ზემოქმედების შეფასება

ახალი რეგულაციების შემოღებამდე, მნიშვნელოვანია არსებული სტატუს ქვოს შესწავლა და ამ რეგულაციების შესაძლო ეფექტების შეფასება. ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროზე ახალი სტანდარტებისა და წესების შესაძლო ზემოქმედების ფაქტებზე დაფუძნებული შეფასება; ასევე,დაინტერესებული მხარეების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა. ჩვენი პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ახალი რეგულაციების პოპულარიზაციასა და სასურველი მიზნების მიღწევაში.


ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა  

ევროპიზაციის პროცესში სხვადასხვა სფეროში ქვეყნის სტანდარტებისა და ნორმების ჰარმონიზაცია ევროკავშირის რეგულაციებთან გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. „ეისითი იმპაქტის“ გუნდი ყველა დაინტერესებულ მხარეს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზების პროცესში კვლევაზე დაფუძნებულ საკონსულტაციო სერვისს სთავაზობს. ჩვენ ხელს ვუწყობთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს ჰარმონიზაციის გამჭვირვალე პროცესად ჩამოყალიბებაში. ასევე, ვეხმარებით მხარეებს ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისი ეროვნული სტანდარტების შემუშავებაშიყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართვით.


ევროკავშირის კვლევები

ევროკავშირის გადაწყვეტილებების ზემოქმედების ქვეშ ბევრი სფერო (პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი) ექცევა. შესაბამისად, ადგილობორივი ინსტიტუტების, კერძო თუ საჯარო სექტორების ფუნქციონირების უკეთ გააზრებისთვის ევროპული ინსტიტუტების, სტანდარტებისა და ნორმების, სხვადასხვა სფეროსთვის რელევანტური პოლიტიკის დოკუმენტების ცოდნა მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდი მხარს უჭერს დაინტერესებულ სუბიექტებს საკითხებზე მუშაობისას ევროპული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესწავლაში, ასევეეხმარება მათ შესაბამისი ევროპული ინსტიტუტებისა და პოლიტიკის დოკუმენტების საფუძვლიან ცოდნაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაში.



სხვა მომსახურება

დაგვიკავშირდი

მსურს თქვენს ექსპერტებთან საუბარი შემდეგ საკითხებში:

arrow-up