დახურვა
გარემო და ბუნებრივი რესურსების მართვა

ბუნებრივი რესურსების მართვა 

კლიმატის ცვლილებამ და ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივად გამოყენებამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა ბიომრავალფეროვნებასა და ბუნებრივი რესურსების სიმრავლეს მთელ რიგ ქვეყნებში. შემაშფოთებელია, რომ ბევრი ლანდშაფტური სისტემისა და მათი რესურსების მდგრადობა და რეგენერაციული ძალა შეზღუდულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა ეფექტურად მართონ საკუთარი ბუნებრივი რესურსები, რაც ბუნებრივი კატასტროფების შემცირებას, ეკოსისტემის შენარჩუნებასა და ადამიანებისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას უზრუნველყოფს.


ამის მხარდასაჭერად, ეისითი ეხმარება ორგანიზაციებსა და საქართველოს მთავრობას პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში, აღნიშნული სექტორის კანონმდებლობის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ განვითარებაში, რაც ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას, მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, უნიკალური ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება ტყის მართვის, წყლის რესურსების, ენერგიის, მიწის, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში ეხმარება მთავრობას მდგრადი ურბანული განვითარების, ენერგო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.


კატასტროფის რისკის შემცირება/კატასტროფის რისკის მართვა

ჩვენ ვაფასებთ კატასტროფის რისკის შემცირების/კატასტროფის რისკის მართვის ეფექტურობას და ვეხმარებით დონორ ორგანიზაციებს/მთავრობას, მაღალი საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებაში, კატასტროფის მიმართ მათი მდგრადობის, რეაგირებისა და რისკების შემცირებაში.ჩვენ წვლილი შეგვაქვს კატასტროფის რისკის მართვის სისტემების შემუშავებასა და გაძლიერებაში და ვუზრუნველყოფთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვას ადგილობრივ დონეზე. ჩვენს მიერ მოწყვლად ჯგუფებზე განხორციელებული საჭიროებების ანალიზი ხელს უწყობს ინფორმირებული და შესაბამისი უნარების მქონე თემების ფორმირებას, რომლებიც უკეთ არიან მომზადებულები საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისთვის.


ნარჩენების მართვა

მოსახლეობის სწრაფ ზრდასა და ურბანიზაციასთან ერთად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოსალოდნელია ნარჩენების ზრდა. ამ ქვეყნებს შორის კი ნარჩენების არამდგრადი მართვის შედეგად ყველაზე მეტად განვითარებადი ქვეყნები ზარალდებიან, რასაც გლობალური კლიმატის ცვლილებამდე და ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებამდე მივყავართ. ნარჩენების ეფექტურად მართვა სიცოცხლით სავსე ქალაქების შენებისა და მდგრადი ურბანული განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.


დონორი ორგანიზაციების მეშვეობით, ეისითი ეხმარება მთავრობას არსებული რეგულაციებისა და საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაში, საერთაშორისოდ აღიარებული ნარჩენების მართვის სისტემებისა და ნარჩენების განთავსების პრაქტიკის დანერგვაში. ჩვენს მიერ შეთავაზებული კვლევითი და საკონსულტაციო მომსახურებები, ხელს უწყობს ნარჩენების გატანის, დახარისხების, ტრანსპორტირების, აღდგენისა და განთავსების პრაქტიკის მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებას. გაუმჯობესებული პრაქტიკა კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ნიადაგის, ზედაპირული და გრუნტის წყლებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას.


 გარემოსდაცვითი, გენდერული და სოციალური ზემოქმედების შეფასება გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება

გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობა, ასევე გენდერული თანასწორობა ინტერვენციის ფუნდამენტური პრინციპებია. შესაბამისად, ამ თემებს დონორი ორგანიზაციების/სახელმწიფო პროგრამების პროექტებში წამყვანი ადგილი უჭირავს. აღნიშნულის მხარდასაჭერად, ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სამთო მოპოვების და სხვა სექტორებში მომუშავე კერძო და საჯარო ორგანიზაციებს, ისეთი პროექტის შემუშავებასა და განხორცილებაში, რომელსაც მინიმუმამდე დაყავს გარემოზე მავნე ზეგავლენა და თანხვედრაშია შესაბამის გარემოსდაცვით, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ყველა შესაძლო მავნე გარემოსდაცვით, გენდერულ და/ან სოციალური ზეგავლენის თავიდან აცილებას, მინიმუმამდე დაყვანას, შემსუბუქებას და/ან მართვას ინტერვენციის პირობებში.


სხვა მომსახურება

დაგვიკავშირდი

მსურს თქვენს ექსპერტებთან საუბარი შემდეგ საკითხებში:

arrow-up