დახურვა
გენდერი და უმცირესობები

ქალთა მეწარმეობა და ეკონომიკური გაძლიერება 

ეისითის გააჩნია სიღრმისეული ცოდნა და ეფექტური ინსტრუმენტები ქალთა გაძლირებისა და თანასწორობის საფუძვლიანად საკვლევად სხვადასხვა სექტორებში, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, პოლიტიკა, ეკონომიკური გაძლიერება, სოციალური ცხოვრება და სხვა. ეისითი უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოგროვებასა და ანალიზს და ახდენს სასიცოცხოლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შემუშავებას ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობებისათვის, გადაწყვეტილებების მიმღებთათვის და დონორებისათვის, რათა მათ მხედველობაში მიიღონ და, შესაბამისად, ხელი შეუწყონ ქალების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ სასიკეთო ცვლილებების განხორციელება საკუთარი თავისთვის, თემისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის. ამასთან, ეისითი მუდმივად ადევნებს თვალყურს შესაძლო ბარიერებს და/ან მხარს უჭერს ქალების ეკონომიკური განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ასევე, სწავლობს არსებულ სოციალურ ნორმებსა და სტრუქტურულ ბარიერებს, რომლებიც პოტენციურად ხელს უშლიან ქალებს თანაბრად შეიტანონ საკუთარი წვლილი განვითარების პროცესებში.

 

უთანასწორობის კვლევები

ეისითის კვლევები სცდება ცალკე აღებული სიღარიბის საკითხების კვლევას და სანაცვლოდ, ცდილობს შეისწავლოს და გააანალიზოს უთანასწორობის პრობლემები საცხოვრებელი სტანდარტების, სტატუსის, უფლებებისა და შესაძლებლობების კუთხით მთელი პოპულაციისთვის. ეისითი იკვლევს უთანასწორობას როგორც შესაძლებლობების, ასევე შედეგების კუთხით სხვადასხვა სოციალურ, ეთნიკურ და სხვა უმცირესობების ჯგუფებში სხვასხვა პერსპექცივის, გარემოებებისა და საკითხების ჭრილში. ჩვენი მიზანია უთანასწორობების გამომწევი მიზეზების სიღმისეული კვლევა და გააზრება და შესაბამისი პრაქტიკული გადაწყვეტის გზების შემუშავება. კერძოდ, ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ არსებული შესაძლებლობები, გავიაზროთ საუკეთესო მექანიზმები სხვადასხვა გარემოებებში -რა მუშაობს კარგად, როგორ ეხმარება და/ან აფერხებს არსებული სოციალური და კულტურული ნორმები და ეკონომიკური ფაქტორები უთანასწორობის ცნებას და ბოლოს, რა შესაძლო კარგი სცენარები შეიძლება არსებობდეს პრობლემის დასაძლევად. ამასთან, ჩვენი უთანასწორობის კვლევები, ასევე, მოიცავს უმცირესობების ჩართულობისა და გაძლიერების საკითხებს.


მოწყვლადობის კვლევები

ეისითის მიერ შეთავაზებული და განხორციელებული მოწყვლადობის კვლევები აქცენტს აკეთებს ადამიანებისა და სამიზნე ჯგუფების სხვადასხვა მახასიათებლებზე, რომლებიც პოტენციურად იწვევს მათ მოწყვლადობას და ამგვარად, ზღუდავს მათ უნარს მოაგვარონ და დაძლიონ მათ წინაშე არსებული სირთულეები. ჩვენ ვცდილობთ გავააანალიზოთ მოწყვლადი ჯგუფების წინაშე არსებული რისკები და შესაძლებლობები, რათა შევთავაზოთ მეცნიერულად დასაბუთებული მყარი მტკიცებულებები დაინტერესებულ ჯგუფებსა და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ „საჭიროების მქონე“ ადამიანებთან, რათა მათ, თავის მხრივ, შეძლონ მოწყვლადი ჯგუფებისთვის პრობლემების გადაჭრის და/ან რისკების შემსუბუქების სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მოწყვლადობის ცნების მრავალი განმარტება, ეისითის კვლევები ცდილობს შეისწავლოს და გააანალიზოს „რისკის“ ქვეშ მცხოვრები ადამიანები სხვდასხვა მოცემულობებში და გარემოებებში, რაც თავის მხრივ, შესაძლოა გამოყენებული იქნას უნიკალურ წინაპირობად და წარმატების მთავარ იარაღად მსგავსი კვლევებისთვის.


გენდერული კვლევები 

გენდერული კვლევები/ გენდერული ანალიზი - ეს ის კრიტიკული საკითხია, რომელიც ეისითის მრავალი კვლევითი პროექტისთვის მნიშვნელოვან ვერტიკალს წარმოადგენს. ჩვენ გუნდს გვჯერა, რომ „გენდერი არასოდესაა განცალკავებული სხვა ფაქტორებისგან, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის მიერ დაკავებულ პოზიციას სამყაროში. ეს ფაქტორებია სექსუალობა, რასა, სოციალური კლასი, უნარები და შესაძლებლობები, რელიგია, წარმომავლობა, მოქალაქეობა, ცხოვრებისეული გამოცდილება და რესურსებზე ხელმისაწვდომობა“. ჩაღრმავებულ გენდერულ კვლევებს ეისითი ახორციელებს მაღალკვალიფიციური ადგილობრივი ექსპერტებისა და საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით. ეისითი, ასევე, აქტიურად მუშაობს აღნიშნულ სფეროში მომუშავე მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან , რათა გაიღრმავოს ცოდნა ადგილობრივ გენდერულ პრაქტიკებსა თუ ნორმებზე, მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია და ფაქტები დაინტერესებული ჯგუფებისათვის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და პოლიტიკის შემქმნელებისთვის და შესაბამისად, შექმნას შესაძლებლობა გადაიხედოს და ადაპტირდეს გავრცელებული გენდერული პრაქტიკები და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა..


სხვა მომსახურება

დაგვიკავშირდი

მსურს თქვენს ექსპერტებთან საუბარი შემდეგ საკითხებში:

arrow-up