დახურვა
კარგი მმართველობა & პოლიტიკის ანალიზი

საჯარო მმართველობის გაძლიერებისა და საჯარო სერვისების მიწოდების მხარდაჭერა 

ეისითი მხარს უჭერს სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებას მაღალი ხარისხის საჯარო მომსახურების მიწოდების, ეფექტური და ეფექტიანი საჯარო მმართველობის ფუნქციების პოპულარიზაციის მეშვეობით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საჯარო ინსტიტუტებსა და სახელმწიფო ორგანოებს შესაძლებლობების გაძლიერებასა და მაღალი ხარისხის მომსახურებების მიწოდებაში და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული კონცეფციების მიწოდების გზით. უფრო მეტიც, ჩვენ ვმუშაობთ სამთავრობო ჩარჩოს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, მთავრობისა და მოქალაქის, მთავრობისა და ბიზნესის, მთავრობისა და დასაქმებულების, სამთავრობოთაშორისო და ასევე, ბექ ოფისის პროცესების მიმართულებით.


ელექტრონული მმართველობა 

საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა პროცესებში სათანადოდ გამოყენება უზრუნველყოფს, რომ მოცემული ფუნქციები არის გონივრული, ანგარიშვალდებული, სწრაფად რეაგირებადი და ხარჯთეფექტური. იმისათვის, რომ ფეხი აუწყონ ბიზნესებს (ბიზნესების მსგავსად), მთავრობები გადადიან ელექტრონული მართვის მოდელებზე, სადაც სამთავრობო ჩარჩოს სხვადასხვა სფერო ელექტრონული მმართველობის ახალ ფორმაში ინტეგრირებულია. ამ კუთხით, ჩვენ ვეხმარებით უწყებებს შეაფასონ საკუთარი ადგილობრივი საჭიროებები,შესაძლებლობები და თავიანთი საინფორმაციო თუ საკომუნიკაციო სტრატეგიები მოარგონ ადგილობრივ კონტექსტს.


დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა

დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა ეფექტიანი და ეფექტური საჯარო მმართველობის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც უშუალო ზემოქმედებას ახდენენ საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხზე. ჩვენ ხელს ვუწყობთ საჯარო დაწესებულებებს ადგილობრივ და ცენტრალურ დონეებზე, მხარს ვუჭერთ დონორებსა და სამოქალაქო სექტორს გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაში, რათა გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობები და მათ შეძლონ მოქალაქეებისა და ბიზნესების საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენი მტკიცებულებებზე დამყარებული მიდგომები ხელს უწყობს საჭიროებებზე მორგებულ და ეფექტიან დაგეგმვას, რაც დაინტერესებულ მხარეებს აწვდის მოწინავე სტრატეგიებს პოლიტიკის შემუშავებისათვის.


სოფლის განვითარება

სოფლის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნების სოციალური, ეკონომიკური და გარემოდაცვითი მიმართულებით გაძლიერებისთვის. ჩვენ ხელს ვუწყობთ სოფლის განვითარების ინიციატივებს კვლევის, საჭიროებების შეფასების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და ინსტიტუციონალიზაციის გზით და სხვადასხვა სფეროსათვის მიზნობრივ მიდგომებს ვქმნით. ეისითის გამოცდილება, განვითარებადი ქვეყნების კონტექსტის ცოდნა და აგრეთვე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესახებ ინფორმირებულობა, სოფლის განვითარების სხვადასხვა სფეროში (და არა მხოლოდ) - სოფლის მეურნეობა, კლიმატური ცვლილებები, რესურსების მართვა - კომპლექსური სტრატეგიების განხორციელების მთავარი ფაქტორია.


ინკლუზიური სამოქალაქო ჩართულობა

ეისითი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა დონორსა და ადგილობრივ ორგანიზაციასთან ინკლუზიური სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისათვის კვლევის, შეფასებისა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავების გზით. უმცირესობებისა და მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება ჩვენს გუნდს აძლევს საფუძვლიან ცოდნას იმ ბარიერებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც ხსენებული ჯგუფები აწყდებიან ინკლუზიური ჩართულობისა და სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მცდელობის დროს. ეს ცოდნა საშუალებით გვაძლევს შევქმნათ შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტები და სტრატეგიები;ამგვარად, საკუთარი წვლილი შეგვაქვს მეტად ინკლუზიური სისტემების მშენებლობაში.


შესაძლებლობების გაძლიერება

ეისითის გუნდი მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, დონორების მიერ დაფინანსებულპროექტებზე და მსხვილ ბიზნესებთან მათი ეფექტურობის გაზრდისათვის შესაძლებლეობების გაძლიერების, საჭიროებების გამოვლენისა და შესაბამისი ტრენინგების, ცოდნის გაზიარების, გუნდური მუშაობის წახალისების და ქოუჩინგის სქემების გამოყენების გზით. ჩვენ ვქმნით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და მიზნობრივ მიდგომებს, რათა ჩვენს პარტნიორებს დავეხმაროთ საკუთარი საქმის კომპეტენტურად, მაქსიმალური შესაძლებლობით და მდგრადად შესრულებაში.


სხვა მომსახურება

დაგვიკავშირდი

მსურს თქვენს ექსპერტებთან საუბარი შემდეგ საკითხებში:

arrow-up