დახურვა
კერძო სექტორის განვითარება

მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის განვითარება 

მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების პროექტების მიზანია კომპანიების ინკლუზიური ზრდისა და წინსვლის ხელშეწყობა, ასევე მათი მხარდჭერა იმ ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორების გადაჭრაში, რომლებსაც აღნიშნული ბიზნესები აწყდებიან, ესენია სამეწარმეო უნარები, ფინანსებისა თუ კვალიფიციური მუშახელის ხელმისაწვდომობა თუ ბაზრის სიმწირე.

ეისითი ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავებით კომპანიებს ეხმარება სტრატეგიის, ლოკალური ბაზრის გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით. ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოყენებული ტექნიკა და მეთოდები მრავალფეროვანია, რომლებიც მოიცავს შესაძლებლობების გაძლიერებას და სხვადასხვა ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას.

ეისითი ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს გახდნენ გლობალურად კონკურენტუნარიანი, რეგიონალურად მეტად ინტეგრირებული, მდგრადი, უფრო მოქნილი და ინოვაციური, ეს ყველაფერი კი მათი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია.


მეწარმეობის ხელშეწყობა და ეკონომიკური გაძლიერება 

ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელ პარტნიორებს ვთავაზობთ ადგილობრივი სამეწარმეო გარემოს გარედან დანახულ პერსპექტივას. პოლიტიკის შემდგომი ცვლილებების წინასწარ განჭვრეტა ხელს უწყობს მეწარმეობის გაძლიერებას, ამკვიდრებს ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო მომსახურებების პრაქტიკას, აძლიერებს ფინანსური განათლების დონეს, ამაღლებს ცნობიერებას მმართველობაში და ასტიმულირებს პოლიტიკის ახალი რეკომენდაციების განხილვის საჭიროებას.

ეისითი დახმარებას უწევს ეკონომიკური გაძლიერების აჩქარებას ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფით, რაც განვითარებად ქვეყნებს საშუალებას აძლევს ინფორმაცია მიიღონ განვითარებული ქვეყნების სიახლეებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.


ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა

სხვადასხვა პროექტის საწყის ეტაპზე შესრულებული ეისითის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები მიზანმიმართულია პროექტის შესრულების შესაძლებლობის შეფასებაზე. პროექტის ყველა ფაქტორის გათვალისწინება, როგორებიცაა ეკონომიკური, ტექნიკური და დაგეგმარების საკითხები, პროექტის მენეჯერებს საშუალებას აძლევს წინასწარვე გამოავლინონ პროექტის განხორციელების დადებითი და უარყოფითი მხარეები, მანამ სანამ მის დანერგვაში მნიშვნელოვან დროსა და ფინანსურ რესურსებს დახარჯავენ.


ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების/ასოციაციების განვითარება 

ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებს, რომლებსაც ბიზნესის წევრობის ორგანიზაციებსაც უწოდებენ, განვითარებად ქვეყნებში უკეთესი საინვესტიციო კლიმატის მხარდამჭერი პლატფორმის როლის შესრულება შეუძლიათ. აღნიშნულ ორგანიზაციებს შეუძლიათ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის შუამავლის როლი შეასრულონ და გახდნენ კერძო სექტორისა და ძირითად შემთხვევებში, მცირე და საშუალო საწარმოების ძლიერი და ავტორიტეტული წარმომადგენლობა. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები განცალკავებით მდგომ და განუვითარებელ სექტორებს წარმოადგენენ, რომლებსაც ჯერ არ მოუპოვებიათ სტაბილურობა და დონორების დაფინანსებაზე არიან დამოკიდებულნი.

ეისითი ეხმარება ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების განვითარებას ფინანსური სტაბილურობის მიღწევის, პროდუქტის განვითარების გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რაც, საერთო ჯამში ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდას უწყობს ხელს.


სტარტაპების მხარდაჭერა

ეისითი მუშაობს სტარტაპებთან და ეხმარება მათ გადარჩნენ კონკურენტუნარიან გარემოში მათთვის ეკონომიკურ-ტექნიკური კვლევების ჩატარებითა და კვლევაზე დაფუძნებული კონსულტაციების გაწევით. ეისითი მომხმარებელს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა განვითარების თითოეულ ეტაპზე ზრდაზე გავლენის მქონე ფაქტორების გამოვლენა, სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების შეფასება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარება.


საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის გაძლიერება 

კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი ის ინსტრუმენტია, რომელსაც მთავრობები, ბიზნესები, სამოქალაქო საზოგადოება და დონორები იყენებენ კერძო სექტორის განვითარებისა და ღია მმართველობის პოპულარიზაციისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კონცეფცია ახალი არ არის, იგი კერძო სექტორის პოპულარიზაციისა და რეფორმის პროცესებში ინტეგრირების მძლავრ იარაღად რჩება. პოლიტიკის რეფორმების შემუშავება, ბიზნეს კლიმატის უკეთ გამოვლენის პოპულარიზაცია, ასევე გამჭვირვალობა და კარგი მმართველობა კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის უპირატესობათა შორისაა.

ეისითი კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის განვითარებას მრავალი ფორმით უჭერს მხარს, აყალიბებს ძლიერ კავშირებს პროგრესულად მოაზროვნე მთავრობებს, მეწარმეებსა და ისეთ მესამე მხარეებს შორის, როგორებიცაა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ადგილობრივ, ქვეყნის ან საერთაშორისო დონეზე. უმეტეს შემთხვევებში, ამგვარი პლატფორმების ფასილიტაცია უზრუნველყოფს ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებზე უფრო ეფექტურად რეაგირებას.


ახალი ბაზრის განვითარება

ეისითი მუშაობს ახალი ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებზე. ამ კუთხით, კერძო სექტორისათვის ახალი ბაზრის მიმართულებების გამოვლენა და განვითარება კონცეპტუალურად გადაფარავს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს. პირველ რიგში, ეს პროდუქტი მიზნად ისახავს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შეფასებას.

კერძო სექტორისა და დონორების ეფექტურობისა და მოსალოდნელი ზემოქმედების გაზრდა, მიღებული გამოცდილების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება იმ ძირითად მომსახურებებში შედის, რომელთაც ამ მიმართულებით ვთავაზობთ მომხმარებელს.


ორგანიზაციული განვითარება

ეისითი ხელს უწყობს ორგანიზაციულ განვითარებას სისტემური მიდგომის ჩამოყალიბების ზრდით, რათა გავიგოთ და ვიმუშავოთ ორგანიზაციულ სტრუქტურებზე, პოლიტიკებზე და პროცედურებზე, ასევე ადამიანურ ფაქტორებზე, როგორებიცაა კულტურა, მორალი და ლიდერობა. ჩვენ ორგანიზაციულ განვითარებას აღვიქვამთ, როგორც დაგეგმილ და მართულ პროცესს, რომლის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესება; ნებისმიერი საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს და ცვლის კავშირებს ორგანიზაციის ხსენებულ მხარეებს შორის, ამგვარი პროექტების ნაწილს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენი მცდელობებია: სამუშაო ძალის განვითარება და შეთანხმებულად მუშაობა კომპლექსური სისტემების გასამარტივებლად, რათა მიღწეული იქნას მოცემული ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნები.


საერთაშორისო და შიდა ვაჭრობა 

გლობალიზაციასთან ერთად, ვაჭრობა ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი გახდა. ეისითი ხელს უწყობს საერთაშორისო და შიდა ვაჭრობის განვითარებას ინკლიზიურობის ხელშეწყობით, ვაჭრობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების და ამ კომპანიაზე ზემოქმედების მქონე პოლიტიკის პრობლემების აღმოფხვრით. ჩვენ ვადგენთ სხვადასხვა ანალიტიკურ დოკუმენტს და ორგანიზებას ვუწევთ პროექტებს ვაჭრობის შესახებ, ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ ღირებულ რეკომენდაციებსა და რჩევებს.



სხვა მომსახურება

დაგვიკავშირდი

მსურს თქვენს ექსპერტებთან საუბარი შემდეგ საკითხებში:

arrow-up