დახურვა
სექტორული კვლევები

  • სექტორული ანალიზი და სექტორული განვითარების გაძლიერება  

კერძო სექტორის მხარდაჭერა და უფრო ზოგადად, ბიზნეს სექტორის განვითარება იმ პროექტების ძირითად თემებს წარმოადგენს, რომლებზეც ჩვენი გუნდი მუშაობს. სექტორული ანალიზისა და სექტორულ დონეზე ჩამოყალიბებული მიდგომების საფუძველი არის დახმარების უფრო კონცენტრირებული ფორმების განვითარება კერძო სექტორისათვი, ვინაიდან მთლიანად სექტორისათვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. ადაპტაციის მექანიზმები და მეთოდები, ბუნებრივია, განსხვავდება სექტორების მიხედვით, მაშინ როცა სექტორული დაყოფა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ უფრო ეფექტური გადაწყვეტის გზები და უკეთ დავძლიოთ სექტორისათვის სპეციფიური დაბრკოლებები.


  • ბაზრის ანალიზი

ეისითი ბაზრის განვითარების პროექტებზეც მუშაობს. რაოდენობრივი და თვისებრივი შეფასება სხვადასხვა ბაზრების დინამიკის საფუძვლიანად შესწავლის საშუალებას გვაძლევს, სადაც გათვალისწინებულია ინდუსტრიის სპეციფიური ფაქტორები, პოლიტიკური და იურიდიული გარემო, ეკონომიკური და სოციალური საკითხები, ასევე ტექნოლოგიური განვითარების დონე. ჩვენი გუნდი მომხმარებელს აწვდის ინფორმირებულ ხედვას ბიზნეს გარემოს შესახებ, ახდენს შესაძლებელობების, ასევე შემზღუდავი ფაქტორების იდენტიფიცირებას თავის ანალიტიკურ ანგარიშებში. ეისითის საკუთარი წვლილი შეაქვს მოცემული მრეწველობის მაქსიმალურად ზუსტი სურათის წარმოდგენაში, აღნიშნული მოიცავს ყველა ფაქტორს, რომელმაც მოსალოდნელია რომ ზემოქმედება მოახდინოს ინდუსტრიაზე დროის კონკრეტულ მონაკვეთში.


სხვა მომსახურება

დაგვიკავშირდი

მსურს თქვენს ექსპერტებთან საუბარი შემდეგ საკითხებში:

arrow-up