დახურვა

ჩვენი ღირებულებები


მისია

ჩვენ ვაძლევთ ორგანიზაციებს ცოდნას, იდეასა და ინსპირაციას, რომ გაძლიერდნენ და უკეთესობისკენ შეცვალონ სამყარო მათ გარშემო! ჩვენი ხედვით, ჩვენი კლიენტები არიან გმირები, რომელიც ყოველდღიურად ცდილობენ საკუთარი თავი და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ: შექმნან უკეთესი პროდუქტი თუ სერვისი, რომელიც ადამიანების მნიშვნელოვან საჭიროებებს დააკმაყოფილებს, ებრძოლონ სიღარიბეს, უზრუნველყონ სოციალური თანასწორობა და თავისუფლება, მისცენ მათ უკეთესი არჩევანი.


ჩვენს მისიას კი ამ გმირებისთვის ძალის მიცემაში ვხედავთ, რათა მათ მიიღონ უფრო სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები, უკეთ გამოიყენონ თავიანთი რესურსები და პოტენციალი, უფრო მარტივად გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს და უფრო სწრაფად მიაღწიონ მნიშვნელოვან მიზნებს.


ჩვენ ვაძლევთ ორგანიზაციებს ცოდნას, იდეასა და ინსპირაციას, რომ გაძლიერდნენ და უკეთესობისკენ შეცვალონ სამყარო მათ გარშემო!


ღირებულებები

  • ღირსება
  • სიყვარული და მხარდაჭერა
  • ოპტიმიზმი
  • ეფექტიანობა
  • განვითარება

სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენს განსაკუთრებულ როლს - ჩვენ ვაძლიერებთ ორგანიზაციებს მათთვის საჭირო ცოდნების გაძლიერებასა და ამ ცოდნების სასიკეთოდ გამოყენებაში.


arrow-up