/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
წესები და პირობები

გამოყენების პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ACT-GLOBAL.COM-ზე!


ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს და ვალდებული ხართ განუხრელად დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება თქვენ მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჩვენი საიტით სარგებლობა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგადი პირობების გარდა კონკრეტული მომსახურების მიღებისას შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული და სპეციფიკური წესები, რომლის შესახებაც თქვენ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტული მომსახურების მიღების პროცესში. ზოგად პირობებსა და სპეციფიკურ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სპეციფიკურ პირობებს.


კონფიდენციალურობა

გაეცანით ჩვენს მიერ დადგენილ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს ACT-GLOBAL.COM-ს სერვისით სარგებლობისას და თქვენს მიერ მითითებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვასა და დაცვას.


ელექტრონული კომუნიკაცია

როდესაც თქვენ სარგებლობთ ACT-GLOBAL.COM-თ ან გვიგზავნით ელექტრონულ წერილს თქვენი კომპიუტერიდან ან მობილური მოწყობილობიდან, თქვენ ურთიერთობთ ჩვენთან ელექტრონულად. თქვენ თანხმდებით, რომ მიიღებთ ჩვენგან შეტყობინებას ელექტრონული სახით, მაგ: ელექტრონული წერილი, ტექსტური შეტყობინება, მობილურის PUSH-შეტყობინება ან შეტყობინება და წერილი, რომელიც უშუალოდ საიტზე იქნება განთავსებული. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ამ შეტყობინებების ასლები თქვენი აღრიცხვისთვის. თქვენ თანხმდებით იმაზე, რომ ყველა შეტყობინება, რომელსაც ჩვენ გაწვდით ელექტრონული სახით, აკმაყოფილებს ნებისმიერ იურიდიულ მოთხოვნას, რომელიც ამ ტიპის წერილობითი ფორმის შეტყობინებებს უნდა ახასიათებდეს.


საავტორო უფლება

მთელი კონტენტი, მათ შორის ტექსტი, გრაფიკა, ლოგოტიპები, ღილაკები, გამოსახულებები, აუდიოკლიპები, ციფრული ატვირთვები, მონაცემთა კომპილაცია და პროგრამული უზრუნველყოფა, წარმოადგენს ACT-GLOBAL.COM-ს საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და შემცველობა დაცულია ინტელექტუალური უფლებებით (მათ შორის საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები). აკრძალულია ამ ვებ-გვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობით დადგენლი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.


შეფასებები, კომენტარები, კომუნიკაცია და სხვა შემცვლელობა

თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ კონსულტანტის შეფასება, კომენტარი, გააზიაროთ ფოტო/ვიდეო ან სხვა სახის კონტენტი; გამოაგზავნოთ ელექტრონული ბარათები ან სხვა შეტყობინებები; გამოაგზავნოთ წინადადებები, იდეები, კომენტარები, კითხვები ან სხვა ინფორმაცია, იმ პირობით, რომ კონტენტი არ იქნება უკანონო, შეუსაბამო, მუქარის შემცვლელი, მადისკრედიტირებელი, კონფიდენციალურობის დამრღვევი, ინტელექტუალური უფლებების დამრღვევი ან სხვა გზით მესამე პირებისთვის ზიანის მომტანი, არ შეიცავს პროგრამულ ვირუსს, პოლიტიკურ კამპანიას, კომერციულ წინადადებას, ჯაჭვურ წერილებს, სპამს. თქვენ არ შეგიძლიათ ცრუ ელექტრონული მისამართის გამოყენება, თავის წარმოდგენა სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მაგივრად და სისტემის შეცდომაში შეყვანა. ACT-GLOBAL.COM იტოვებს უფლებას (მაგრამ არა ვალდებულებას) წაშალოს და დაარედაქტიროს მსგავსი ტიპის კონტენტი.

თუ თქვენ ათავსებთ ან გზავნით კონტენტს, თქვენ წარმოუდგენთ ACT-GLOBAL.COM-ს უფასო, უვადო, სრულად სუბლიცენზირებულ უფლებას გამოიყენოს, შეასრულოს, გადათარგმნოს, გადააკოპიროს იგი თქვენი კომპანიის ეფექტური კონსულტაციის გაწევისთვის. ამასთან, თქვენ აძლევთ ACT-GLOBAL.COM-ს გარანტიას რომ გაგაჩნიათ ყველა უფლება წარმოდგენილ კონტენტზე; კონტენტის შემადგენლობა არის ზუსტი და უტყუარი; რომ მისი გამოყენება არ არღვევს ამ პოლიტიკას და არ აყენებს ზიანს არცერთ ფიზიკურ და იურიდულ პირს; რომ თქვენ აუნაზღაურებთ ACT-GLOBAL.COM-ს ყველა პრეტენზიას, რომელიც წარმოდგენილ კონტენტთან იქნება დაკავშირებული. ACT-GLOBAL.COM-ს აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, აკონტროლოს და არედაქტიროს ნებისმიერი ტიპის კონტენტი საიტზე, ამასთან არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე, რომელიც ატვირთული იქნება თქვენს ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ.


საკონტაქტო ინფორმაცია 

მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: contact@ACT-GLOBAL.COM

ვებ გვერდის მფლობელი კომპანიის დასახელება 

შპს ეისითი