სმარტფონი – მოთხოვნების დაკმაყოფილების პოპულარული საშუალება

იმისათვის რომ გაეგოთ როგორ სარგებლობენ მომხმარებლები მობილური მოწყობილობებით, „გუგლმა“ თავის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დღის განმავლობაში რამდენჯერმე თხოვდა თავის 1000 მომხმარებელს ანკეტის შევსებას. კვლევის მიზანი იყო უკეთ გაეგოთ მომხმარებლის მოთხოვნები და რამდენად აკმაყოფილებს მათ სმარტფონები. კვლევის შედეგები მოიცავს 14,000-ზე მეტ პასუხს, რაც ასახავს როდის უნდათ ადამიანებს ინფორმაციის მიღება, ყიდვა, ნახვა ან სხვა აქტიობა.

გუგლის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველდღიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ყველაზე პოპულარული მოწყობილობა სმარტფონი აღმოჩნდა. რესპოდენტთა 96%-მა განაცხადა, რომ მათ ტელეფონი გამოიყენეს. მაშინ როდესაც პლანშეტი მხოლოდ 33%-მა, ხოლო ლეპტოპი 73%-მა გამოიყენა (ყოველმა მეორე რესპონდენტმა განაცხადა, რომ ერთზე მეტი მოწყობილობა მოიხმარა). რესპონდენტების 92%-მა, ვინც ინფორმაცია ტელეფონით მოიძია, ერთი დღის განმავლობაში გააკეთა შესყიდვა.

გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ სმარტფონს მიანიჭეს უპირატესობა, რადგან ის ყველაზე ახლოს იყო განთავსებული და იმ დროისთვის სხვა საშუალებებთან შედარებით მარტივად გამოიყენებდნენ.

იმას, რაც ჩვენ მომხმარებლის ყოველდღიურობაში აღმოვაჩინეთ, უკვე რამდენიმე წელია ვხედავთ,“ განაცხადა „გუგლის“ მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა ლიზა გეველბერმა. “მობილურზე გადასვლა არამხოლოდ ტენდენციის, არამედ მომხმარებლის ქცევის დრამატული ცვლილების ნიშანია.“

„გუგლის“ მიერ მოყვანილი ერთ-ერთი მაგალითის მიხედვით, ყვავილების მიტანის სერვისმა, Teleflora-მ კამპანიის ოპტიმიზაციისათვის ფოკუსი გააკეთა იმ საძიებო წინადადებებზე, რომელშიც შედიოდა ფრაზა – „ჩემთან ახლოს“. ამის შედეგად მათი მობილური ტრაფიკი გასამმაგდა, ხოლო გადასვლების სიხშირე 14%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებმა სმარტფონები არამარტო დაუყოვნებლივ დასაკმაყოფილებელ მოთხოვნებისათვის გამოიყენეს, არამედ დღის სხვა მონაკვეთში, ან სამომავლოდ გათვალისწინებული საჭიროებებისთვისაც.

გეველბერის აზრით, მარკეტერებისათვის ძიება ქვედა პანელისკენ მიმართულ მეთოდს აღარ წარმოადგენს. მისი თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ძიება შესყიდვის პროცესის საწყის ეტაპში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბევრს მიაჩნდა.

საინტერესოა, რომ ის რაც მომხმარებლებს, ჩვენ და ჩვენს კლიენტებს გვინდა იდეალურად ეწყობა ერთმანეთს,“ აცხადებს გეველბერი. “მომხმარებლებს ყოველთვის რელევანტური ძიების შედეგები უნდათ, კომპანიებს კი უნდათ, რომ მიწვდნენ ადამიანს, ვინც მართლა დაინტერესებულია იმით, რასაც სთავაზობენ.“

დემოგრაფიულ ჭრილში აღინიშნებოდა განსხვავებები. მაგალითად უფრო დიდი შანსია, რომ ქალი პირდაპირ დაუკავშირდეს კომპანიას (41%) ვიდრე კაცი (33%). მილენიალები უფრო ხშირად იყენებენ SMS და სამესიჯო აპლიკაციებს (47%), ვიდრე სხვა თაობები (36%).მიუხედავად იმისა, რომ მინელიანებზე ხშირად ამბობენ რომ ტექნოლოგიებში უფრო კარგად ერკვევიან, „გუგლის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 35 წელს გადაცილებული მომხამრებლები უფრო მეტად შედიან მაღაზიის ვებ-გვერდზე და იწერენ აპლიკაციას (80%), ვიდრე მილენიალები (70%).

თუმცა შედეგები არ იყო ყველა ინდუსტრიისთვის სასიამოვნო: რესპონედნტების მხოლოდ 10%-მა განაცხადა რომ როდესაც რაიმე სჭირდება მიმართავს გაზეთებს, ჟურნალებს ან წიგნებს, ხოლო 29%-მა განაცხადა რომ პირდაპირ ადამიანს ეკითხება. ასე რომ თუ თქვენს მეგობარს ეწყინება როდესაც ეტყვით „ნუ მეკითხები, დაგუგლეო“ შეგიძლიათ აუხსნათ, რომ უკვე თითქმის ყველა აკეთებს ამას.

 

მთავარი გვერდი სტატიების არქივი სმარტფონი - მოთხოვნების დაკმაყოფილების პოპულარული საშუალება

კონტაქტი


მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.