ეისითი ატარებს უფასო ტრენინგს ჟურნალისტებისთვის

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, ატარებს 1 დღიან უფასო ტრენინგს მოქმედი ჟურნალისტებისთვის. ტრენინგის მიზანია 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების სწორი და ობიექტური გაშუქების ხელშეწყობა და ჟურნალისტების კომპეტენციის ამაღლება მონაცემების ინტერპრეტაციისა და ანალიზის პროცესში.

1 დღიანი პრაქტიკული ტრენინგი დაეხმარება ჟურნალისტებს ისეთ საკითხში, როგორიც არის:

  1. მოახდინონ მონაცემების სწორი ინტერპრეტაცია და გადმოსცენ ინფორმაცია მოსახლეობისთვის პოპულარულ ენაზე.
  2. მოახდინონ იდენტიფიცირება იმისა თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს მონაცემთა არასწორად წარდგენას.
  3. შეიძინონ საკმარისი ცოდნა და გამოიმუშაონ ანალიტიკური უნარი, რომელიც დაეხმარება დაადგინონ, როდის შეიძლება იქცეს მონაცემი მანიპულაციის საგნად.

1 დღიან პრაქტიკულ ტრენინგზე ჟურნალისტები გაიგებენ:

  • რატომ შეიძლება მონაცემი იყოს მანიპულაციის საგანი?
  • როგორ შეიძლება მონაცემმა შეგვიყვანოს შეცდომაში და დაგვიმახინჯოს რეალობის აღქმა?
  • შეიძლება თუ არა გახდეს მონაცემების ინტერპრეტაცია მედიაზე თავდასხმისა და ზეწოლის საბაბი პოლიტიკური პარტიებისგან და საფრთხე შეუქმნას მოვლენების ობიექტურ გაშუქებას, ან შელახოს მედიის იმიჯი?
  • როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს მონაცემებმა რეალურ არჩევნებზე, როდესაც მონაცემებში არის „უარი“ და „არ ვიცი, მიჭირს პასუხის გაცემა“?
  • რა კითხვები უნდა დაუსვას მედიამ კვლევით კომპანიას სატელევიზიო ეთერში მონაცემის გაჟღერებამდე და გამოქვეყნებამდე?
  • ტიპური შეცდომები – მიღებული შედეგის ინტერპრეტაცია და ვიზუალიზაცია ეთერში.
  • არ ვიცი და უარების ფაქტორი რეალური შედეგების დადგენისას.
  • რა არის და რას ნიშნავს მონაცემთა შეწონვა და გენერალიზება?

ტრენინგი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან.

ტრენინგს ჩაატარებს ლაშა ბოკუჩავა, „ეისითი“-ს მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც მონაცემთა ანალიზში 15+ წლიანი გამოცდილება აქვს.

ტრენინგი გაიმართება 24 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 11:00-16:30-სთ (coffe breake 14:00 სთ-ზე).

მისამართზე: ქ.თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქ.#8, „ეისითი“-ს სათაო ოფისი (აშშ-ს საელჩოსთან).

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 22 ოქტომბრის

14 საათამდე. რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიჰყევით ბმულს

მთავარი გვერდი კომპანიის სიახლეები ეისითი ატარებს უფასო ტრენინგს ჟურნალისტებისთვის

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის
ქუჩა #8, 0183, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.