თამბაქოს მოხმარება

2018 წლის ივნისში თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის 34% თამბაქოს მომხმარებელია. მათ შორის, 29% თამბაქოს რეგულარულად  ეწევა, 5% კი პერიოდულად. 2017 წლის გაზაფხულზე ჩატარებული იმავე კვლევის შედეგების მიხედვით, თამბაქოს ზრდასრული თბილისელების 31% მოიხმარდა, რაც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ამ თვალსაზრისით სიტუაცია არ შეცვლილა. თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი კაცებში (58%) გაცილებით მაღალია, ვიდრე ქალებში (16%), ამასთან, ყველაზე აქტიურად თამბაქოს 35-54 წლის მოქალაქეები მოიხმარენ.

მწეველთა უმრავლესობა (58%) რეგულარულად 15 ღერზე მეტ სიგარეტს ეწევა დღის განმავლობაში და აცხადებს, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას გავლენა არ მოუხდენია მოწევის ინტენსივობაზე. გენდერული თვალსაზრისით, ამ შემთხვევაშიც, დიდი განსხვავება გამოვლინდა; კაცების 68% ეწევა 15 ღერზე მეტ სიგარეტს დღის განმავლობაში, მაშინ, როცა ქალების მხოლოდ 29% მოიხმარს იგივე რაოდენობას.

თბილისელების 63% ფიქრობს, რომ ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ კანონი, ვერ შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას, თუმცა, იგივე რაოდენობა (64%) დადებითად აფასებს ახალ რეგულაციებს.

თამბაქო

*კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდიპირისპირ ინტერვიუ.


კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის
ქუჩა #8, 0183, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.