ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსი

21 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ფინალური ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების დასაწყისში, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს – ნანა ჯანაშიამ (CENN), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარემ კახა კუჭავამ.

ფინალურ ეტაპზე სკოლებმა საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი ცვლილებები წარუდგინეს, რომლებსაც, მთელი წლის განმავლობაში, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებში, თუ მთის პატარა სოფლებში ახორციელებდნენ..

კონკურსის  პრემიის ნახევარფინალური ტურების ციკლი საქართველოს 4 ქალაქში მიმდინარეობდა და ნახევარფინალში მონაწილე 150 სკოლიდან 32 ფინალისტი გუნდი 3 მარტს გამოვლინდა. სახელმწიფო, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ  საქართველოს 32 სკოლის გუნდიდან სამი გამარჯვებული შეარჩია:

I ადგილი – სოფელ როკითის სკოლა (იმერეთი);

II ადგილი – წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლაგიმნაზია (სამეგრელო);

II ადგილი – “ქართული სასწავლებელი” (თბილისი)

„ეისითიმ“ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფინალისტების დაჯილდოვებაში მიიღო მონაწილეობა.  ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსია, რომლის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა. 2019 წელს კონკურსის თემა იყო „მდგრადი განვითარების მიზნები“. კონკურსი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გამართა.

„ეისითის“ რჩეული გახდა კიცხის საჯარო სკოლის გუნდი, რომელსაც საჩუქრები კომპანიის პარტნიორმა, სოფო ჩაჩანიძემ გადასცა.

სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია2015 წლიდან ტარდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ და საქართველოს პარლამენტი.

2019 წელს პრემიის თემაა მდგრადი განვითრების მიზნები (SDGs) და აერთიანებს 500–მდე სკოლას, ქვეყნის მასშტაბით. ფინალის საგზურები გადანაწილდა რეგიონულ ცენტრებში გამართულ ნახევარფინალურ ტურებზე, რომელშიც ყველაზე წარმატებული 150 გუნდი მონაწილეობდა.

 

IMG_6299-s

მთავარი გვერდი კომპანიის სიახლეები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსი

კონტაქტი


მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.