რა ენაზე გახმოვანებულ ფილმებს უყურებენ თბილისში

არც თუ ისე დიდი ხანია, რაც თბილისის კინოთეატრები მაყურებელს როგორც ინგლისურ-ენოვან, ასევე ქართულად გახმოვანებულ კინოსეანსებს სთავაზობს. უფრო მეტიც, დღესდღეობით ინტერნეტ საიტებზეც გამოჩნდა ქართულად გახმოვანებული ფილმები და სერიალები. ეისითი დაინტერესდა, თუ რა ენაზე უყურებს ფილმებს და სერიალებს თბილისის მოსახლეობა.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისელების უმრავლესობა (74%) ქართულ ენაზე გახმოვანებულ ფილმებს და სერიალებს უყურებს, ხოლო 57% რუსულად გახმოვანებულ ფილმებს და სერიალებს ანიჭებს უპირატესობას.

აღსანიშნია, რომ ინგლისურ ენოვან ფილმებს და სერიალებს სუბტიტრებით ან სუბტიტრების გარეშე თბილისის მაცხოვრებლების საკმაოდ მცირე ნაწილი უყურებს (7% სუბტიტრებით, 6% – სუბტიტრების გარეშე).

შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი ტენდენცია უკავშირდება თბილისის მოსახლეობის მიერ უცხო ენების ცოდნის მაჩვენებლებს – ამავე კვლევამ აჩვენა, რომ რუსულ ენას თბილისის მოსახლეობის 70% ფლობს, მაშინ, როდესაც მხოლოდ 26%-მა იცის ინგლისური ენა სრულფასოვნად.33

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 31 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

 

მთავარი გვერდი იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს რა ენაზე გახმოვანებულ ფილმებს უყურებენ თბილისში

კონტაქტი


მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.