საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა

2017 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის (83%) მუნიციპალური საბავშვო ბაღების სერვისი მათ საცხოვრებელ უბანში / დასახლებაში ხელმისაწვდომია. ამასთან, ამ სერვისის ხელმისაწვდომობა ბოლო ოთხი წლის მანძილზე მზარდია.

რეგიონების მიხედვით სერვისზე ხელმისაწვდომობა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მუნიციპალურ ბაღებზე ყველაზე მაღალი, ქვემო ქართლში, აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთში კი – ყველაზე დაბალი ხელმისაწვდომობაა.

მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს საბავშო ბაღამდე მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობის 59%-სთვის ხელმისაწვდომია, 28% კი ამბობს, რომ ბაღამდე მისასვლელად ტრანსპორტი არ სჭირდება, მოსახლეობის 14% მაინც მოკლებულია საბავშვო ბაღამდე მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების შესაძლებლობას.

საგულისხმოა, რომ მათ შორის, ვისაც ხელი მიუწვდება მუნიციპალური საბავშვო ბაღების გამოყენებაზე, დიდი უმრავლესობა (87%) შეთავაზებული მომსახურების ხარისხით კმაყოფილია. ყველაზე მეტად რესპონდენტები კმაყოფილები არიან მუნიციპალური საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურით (78%) და ყველაზე ნაკლებად – რეგისტრაციის პროცედურებით (63%).

bagebi geo

კვლევა 2017 წლის მარტში ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობა 3400 ზრდასრულმა რეპონდენტმა (18+) მიიღო. კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით ჩატარდა. კვლევის სრული შედეგები ხელმისაწვდომია ბმულზე.

მთავარი გვერდი საზოგადოების აზრი საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა

კონტაქტი


მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.