სწრაფი კვება

2018 წლის ივნისში თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის 56% სხვადასხვა სიხშირით სარგებლობს სწრაფი კვების ობიექტებით. სწრაფი კვების ობიექტების ყველაზე აქტიური მომხმარებლები 18-24 წლის ახალგაზრდები არიან (88%), მაშინ როცა 65 წელს ზევით რესპოდენტთა შორის მხოლოდ 24%  სტუმრობს ამ დაწესებულებებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების ობიექტები მამაკაცებში მეტი პოპულარობით სარგებლობენ, ვიდრე ქალებში (შესაბამისად,60%, 52%).

რესპოდენტთა უმეტესობა (57%)  სწრაფი კვების ობიექტში ერთი ვიზიტისას ერთ ადამიანზე საშუალოდ 10 ლარამდე ხარჯავს. იმ ძირითად მიზეზებს შორის, რის გამოც რესპოდენტები სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებს, სახელდება გემრიელი საჭმელი 52%, მომსახურების სისწრაფე 31% და მოსახერხებელი მდებარეობა 15%. აქვე აღსანიშნავია, რომ რესპოდენტთა მხოლოდ 8% სტუმრობს სწრაფი კვების ობიექტებს მომსახურების დაბალი ფასის გამო.

ttttt

*კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბითშემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლესშორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდშიმონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობსგამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.


კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის
ქუჩა #8, 0183, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.