ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარება

კვლევის მონაცემების მიხედვით, ხორცსა და ხორცპროდუქტებს თბილისის მოსახლეობის თითქმის სრული უმრავლესობა (96%) მოიხმარს და მხოლოდ 4% ამბობს უარს მათ მოხმარებაზე.

თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილიდან, რომელიც მოიხმარს ხორცსა და ხორცპროდუქტებს (96%) ვეგეტარიანელად გახდომაზე არასდროს უფიქრია 83%-ს, ხოლო დარჩენილი 17%-ის განცხადებით, მათ უფიქრიათ ვეგეტარიანელობაზე, თუმცა უარს ვერ ამბობენ ხორცის მოხმარებაზე.

თბილისის მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილისთვის (39%) ღორის ხორცი არის ყველაზე გემრიელი, მას შემდეგ საქონლის ხორცია მიჩნეული ყველაზე გემრიელად (36%), ხოლო ყოველი მეხუთე მათგანი (20%) ქათმის ხორცს ანიჭებს უპირატესობას. ყველანაირი ტიპის ხორცის თანაბარ „სიგემრიელეზე“ მიუთითა მომხმარებელთა 1%-მა, რაც შეეხება ცხვრისა და გოჭის ხორცს, ცხვრის ხორცს 2%-მა მიანიჭა უპირატესობა, ხოლო გოჭის ხორცს 1%-მა.

ვეგეტ

*კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

მთავარი გვერდი იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარება

კონტაქტი


მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.