სურს თუ არა მომხმარებელს მიიღოს რეკლამა

გავრცელებულია აზრი, რომ მომხმარებლებს აწუხებთ იმ პროდუქციის სარეკლამო მესიჯები, რომლებიც მათ არ სჭირდებათ და რა თქმა უნდა თვლიან, რომ თვითონ რეკლამა არის ის რაც მათ განსაკუთრებით აღიზიანებთ. მარკეტინგული კვლევის კომპანია Marketing Sherpa -მ მომხმარებლები გამოკითხა იმის შესახებ სურთ თუ არა მიიღონ სარეკლამო მესიჯები და რა საკომუნიკაციო არხებს ანიჭებენ უპირატესობას.

კვლევის შედეგებმა აჩვენა: საყოველთაოდ მიღებული თეორია, რომ მომხმარებლებს სძულთ რეკლამები მცდარია. რესპონდენტების მხოლოდ 8%-მა განაცხადა, რომ მათ არ სურთ რეკლამების მიღება, და დანარჩენმა 92%-მა დააფიქსირა არხები საიდანაც სურთ მიიღონ ინფორმაცია ახალი პროდუქტის შესახებ.  განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ერთმა მესამედმა მიუთითა ელექტრონული ფოსტა მათ სმარტფონებზე, როგორც ყველაზე სასურველი ინფორმაციის წყარო.

შესაძლებელია ბევრს უცნაურად ეჩვენოს, რადგან როდესაც მობაილ მარკეტინგზეა საუბარი, ელექტრონული ფოსტა ზოგჯერ საერთოდ არ განიხილება,“ განაცხადა Marketing Sherpa -ს გამომცემლობის დირექტორმა დანიელ ბერსტეინმა. „ყველაზე დიდ ყურადღებას უფრო საინტერესო თემები, მაგალითად ლოკაციაზე დაფუძნებული მარკეტინგი – iOS iBeacon და სხვა აპლიკაციები იმსახურებენ.“

ქვემოთ მოცემულია კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია:

new

*წყარო: MarketingSherpa

მთავარი გვერდი სტატიების არქივი სურს თუ არა მომხმარებელს მიიღოს რეკლამა

კონტაქტი


მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.