2016 წლის 6 მნიშვნელოვანი ციფრული სტატისტიკა

სარეკლამო ბაზარი ისევ იზრდება

2016 წლის გლობალურმა სარეკლამო ბრუნვამ 532 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია, რაც HIS Markit-ის მიხედვით 2015 წლის ბრუნვაზე 7.1 პროცენტით მეტია. ძირითადად ეს გამოწვეულია ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენებით, როგორიცაა ოლიმპიადა, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები. ლონდონში დაარსებული ინსაიტების კომპანია აცხადებს, რომ ტელევიზია ყველაზე პოპულარული სარეკლამო მედიუმი იყო, რომელმაც $192 მილიარდი დააგენერირა, რაც მთლიანი ბრუნვის 36%.

IHS Markit-მა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ინტერნეტ რეკლამა სატელევიზიო რეკლამას 2020 წლისთვის გადაასწრებს. 2016 წელს, ციფრულმა რეკლამამ $160 მილიარდი შეადგინა, რაც მთლიანი სარეკლამო ბრუნვის 30%.

საახალწლო თამაშები

მობილური აპლიკაციების კომპანია Sensor Tower-მა აღმოაჩინა, რომ 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სმარტფონებისა და ტაბლეტების მომხმარებლებმა $967.6 მილიონი დახარჯეს iOS და Android მოწყობილობებიდან თამაშების გადმოტვირთვასა და დამატებითი ფუნქციების შესაძენად. ეს კი, The Wall Street Journal-ის მიხედვით, მთელი წლის დანახარჯის 53%-ია.

ფირფიტა ციფრული მუსიკის წინააღმდეგ

BuzzAngle Music-ის განცხადებით, 2016 წელს ციფრული ალბომების გაყიდვებმა 19%-ით დაიკლო, ხოლო ფირფიტებზე ჩაწერილი ალბომების გაყიდვები 26%-ით გაიზარდა.

ეს აღმოჩენები მოყვა ბრიტანეთში დაფუძნებულ Entartainment Retailers Association-ის წინა თვის განცხადებას, რომ ბრიტანელებმა ნოემბრის ბოლო კვირაში 2.4 მილიონი ფუნტი დახარჯეს ფირფიტებზე, ხოლო 2.1 მილიონი ფუნტი ციფრულ გადმოწერებზე. Vinyl Factory-ს მიხედვით ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც ფირფიტის გაყიდვებმა გადაასწრო ციფრულ გადმოწერებს 1 კვირის ვადაში.

ძალიან თხელი ეკრანი

ციფრული ტელევიზორების სითხელემ რეკორდულ ზომას მიაღწია. Xiaomi-ის ბოლო ტელევიზორი, რომელიც ლას ვეგასში CES-ზე იყო წარდგენილი, iPhone-ზე 30%-ით უფრო თხელია. მხოლოდ ეს მონაცემი საკმარისია Xiaomi-ის რეკლამისათვის.

ვირტუალური რეალობის ეპოქა

ასევე CES-ზე, სამსუნგმა განაცხადა, რომ 5 მილიონი Gear VR მოწყობილობა გაყიდა. ეს რიცხვი ძალიან კარგი მაჩვენებელია მედია და სარეკლამო სამყაროში ვირტუალური კონტენტის შემქმნელებისთვის, ვისაც Gear VR-ის აუდიტორია აღელვებს. Samsung Electronics America-ს პრეზიდენტი, Tim Baxter-ის მიხედვით, ვირტუალური რეალობის მომხმარებლებმა, Gear VR მოწყობილობებზე, 10 მილიონი საათი დახარჯეს 360 გრადუსიანი ვიდეო კონტენტის ყურებაზე.

ხელოვნური ინტელექტი

ვირტუალურ რეალობასთან შედარებით, რთულია ვთქვათ, არის თუ არა ბაზარი მზად ხელოვნური ინტელექტისთვის. Adweek-ის დავალებით Survata-ს მიერ ჩატარებული 1000 კაციანი კვლევის მიხედვით, სადაც მომხმარებლებს ეკითხებოდნენ რას ფიქრობდნენ ხელოვნური ინტელექტის შესახებ, 74%-მა პოზიტიურად შეაფასა მათი გამოცდილება მაღაზიაში მომუშავე ხელოვნურ ინტელექტთან, თუმცა 65%-მა განაცხადა, რომ მათ არ მოსწონთ როდესაც რობოტი ადამიანს ანაცვლებს მაღაზიებში. ამავდროულად 57%-მა თქვა, რომ ისინი არ არიან წინააღმდეგნი რომ ონლაინ მაღაზიის „ჩატბოტს“ ესაუბრონ.

 

*წყარო: Adweek

მთავარი გვერდი სტატიების არქივი 2016 წლის 6 მნიშვნელოვანი ციფრული სტატისტიკა

კონტაქტი


მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.