გლობალური მშვიდობის მაჩვენებელი

ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტი დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 11 წელია გამოსცემს “გლობალური მშვიდობის მაჩვენებელს”. ეს არის 163 დამოუკიდებელი ქვეყნის და ტერიტორიის რეიტინგი მშვიდობის დონის მიხედვით.

რეიტინგის შესადგენად, “IEP”-იმ 23 ინდიკატორი გამოიკვლია, მათ შორის ძალადობრივი დემონსტრაციები და იარაღის იმპორტი, სამ კატეგორიად: სოციალური უსაფრთხოების დონე, მიმდინარე შიდა და საერთაშორისო კონფლიქტების მოცულობა და მილიტარიზაციის დონე. ჯამურად, გამოკითხული ქვეყნები შეადგენენ მსოფლიოს მოსახლეობის 99.7% -ს.

“მშვიდობის მაჩვენებლით” პირველ სამ ადგილს ისლანდია, ახალი ზელანდია და პორტუგალია იკავებს, რომელმაც ბოლო წლის განმავლობაში გადაასწრო ავსტრიას (4) და დანიას (5) და მე-3 ადგილი დაიკავა.

2

საქართველომ 96-ე ადგილიდან 94-ე ადგილზე გადმოინაცვლა და მინიმალური მაჩვენებლით ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის: ნეპალი, იამაიკა, ბურკინა ფასო და ა.შ.

22

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად მშვიდობიან ქვეყნად ითვლება, და სიაში 151-ე ადგილს იკავებს. (ბოლოდან მე-13). რაც შეეხება უკრაინას, ის 154-ე ადგილზეა.

222

ჩვენი მეზობელი ქვეყნები – თურქეთი (146-ე), აზერბაიჯანი (132-ე) და სომხეთი (112-ე), მშვიდობის ინდექსით არც თუ ისე მოწინავე ადგილებზე არიან.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გლობალური “მშვიდობის დონე” 2014 წლის შემდეგ პირველად გაიზარდა.

მონაცემთა ცდომილება არ აღემატება 5%-ს.

გამოყენებული წყაროები:

 

მთავარი გვერდი სტატიების არქივი გლობალური მშვიდობის მაჩვენებელი

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის
ქუჩა #8, 0183, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.