“IChange პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების და განათლების კამპანიის” პროექტის გუნდმა შედეგები წარადგინა

USAID-ის მიერ დაფინანსებული „IChange პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების და განათლების კამპანიის” დახურვის ღონისძიება და შედეგების წარდგენა დღეს სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა.

კამპანიის ფარგლებში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დაკვეთით „ეისითი“-მ კვლევა სამ ეტაპად ჩაატარა. კვლევის პირველი რაუნდი მიზნად პორტალ ichange.gov.ge-ის გამოყენების ხელის შემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირებას ისახავდა. მეორე რაუნდში მთავარ მიზანს პორტალისა და მისთვის შექმნილი პრომომასალის შეფასება, მესამე რაუნდში კი – ichange.gov.ge-სათვის შექმნილი ვებგვერდის მომხმარებელთა მიერ პორტალის შეფასება წარმოადგენდა.

ფოკუსური დისკუსიები და სიღრმისეული ინტერვიუები სხვადასხვა ჯგუფსა და ოფიციალურ პირებთან თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, რუსთავსა და თელავში ჩატარდა. ონლაინ გამოკითხვაში კი მონაწილეობა პორტალის 240-მა მომხმარებელმა მიიღო.

პროექტის გუნდში, „ეისითი“-სთან ერთად ჩართული იყო კომპანია AGC, რომელმაც პრომოვიდეოს, ვიდეოსახელმძღვანელოს, სტენსილების, პოსტერებისა და პოდკასტების შექმნაზე იმუშავა.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებისა და პროექტის გუნდის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საზოგადოებისთვის წარდგენა  სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობასა და ქვეყანაში ცვლილებების ელექტრონულად ინიცირების გამარტივებას ისახავდა მიზნად.

მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმა ichange.gov.ge საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 2017 წლის მაისში შექმნა. პორტალზე მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა ონლაინ პეტიციის საშუალებით მთავრობისგან რეაგირება მოითხოვონ საკითხზე, რომლის გადაჭრაც მთავრობის კომპეტენციაში შედის. ელექტრონული პეტიციის ინიცირებისა და ელექტრონულ პეტიციაზე ხელმოწერის უფლება აქვს საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს. პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში პეტიციამ 10 000 ხელმოწერა უნდა მოაგროვოს. პეტიცია განსახილველად ექსპერტთა კომისიას ეგზავნება. მთავრობა ვალდებულია ოფიციალური ელექტრონული წერილობითი პასუხი დარეგისტრირებული პეტიციის ხელმოწერების შეგროვებიდან 3 თვის ვადაში მოამზადოს.   

მთავარი გვერდი კომპანიის სიახლეები "IChange პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების და განათლების კამპანიის” პროექტის გუნდმა შედეგები წარადგინა

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის
ქუჩა #8, 0183, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.