ახალი პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ყოველდღიურად იზრდება ინტერნეტის და სოციალური ქსელების მომხმარებლების რაოდენობა და ინტერნეტი ეტაპობრივად ანაცვლებს ტელევიზიას, როგორც საინფორმაციო წყაროს. “ეისითი” დაინტერესდა, რა წყაროებიდან იღებს თბილისის მოსახლეობა ინფორმაციას ახალი პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ.

კვლევის მონაცემებით, ახალი პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღების ყველაზე გავრცელებული წყაროებია ტელევიზია (50%) და სოციალური ქსელები (46%). თბილისელების მეოთხედზე მეტი მსგავსი ტიპის ინფორმაციას მეგობრებისგან იღებს (29%).

ckaroebi11

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის მიღების წყაროები განსხვავდება სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებში – კვლევიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა და შუახნის  თბილისელები მეტწილად ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებენ (სოც.ქსელები: 18-24 წლის – 84%, 25-34 წლის-65%; 35-44 წლის-59%), ხოლო 45 წლის და უფროსი ასაკის თბილისელები კი ახალი პროდუქტისა თუ შეთავაზების შესახებ ინფორმაციას ტელევიზიის მეშვეობით იღებენ (ტელევიზია: 45-54 წლის-63%; 55-64 წლის-65%; 65 წლის და მეტის-53%).

კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 31 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.  გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

მთავარი გვერდი იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს ახალი პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება

კონტაქტი


მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.