ბავშვთა დღე

დღეს პირველი ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა — რომელიც 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააარსა და 1950 წლიდან ყოველწლიურად  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღის მიზანია შეხსენება იმისა, რომ ყველა სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2016 წელს 56,569 ბავშვი დაიბადა საქართველოში. ეს რიცხვი 5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე, თუმცა თუ გავაანალიზებთ ბოლო 10 წლის მონაცემებს, შობადობის მაჩვენებელში ზრდა შეინიშნება.

წყარო: www.geostat.ge


კონტაქტი


მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.