Pregnancy Music – მითი თუ რეალობა?

ჯერ კიდევ 2013 წელს ჰელსინკის The Institute of Behavioral Science მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა ის, რომ ახალშობილებს შეუძლიათ იმ ხმებისა
და ბგერების იდენტიფიცირება, რომლებსაც ისმენდნენ მუცლად ყოფნის პერიოდში. ალბათ ყველას გვსმენია იმის შესახებ, რომ ორსულობის პერიოდში კლასიკური მუსიკის მოსმენას მოაქვს სარგებელი როგორც დედისთვის, ისე მისი ნაყოფისთვის. პირველად საქართველოში, კომპანია The Artists Union ConceptArt, ცნობილ მუსიკოსთან, ვალერიან შიუკაშვილთან და კომპანია ACT-თან ერთად ზემოთქმულ მითს მალე რეალობად აქცევს. უკვე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მზადდება ჩანაწერი ბახის, შუბერტის, ჰენდელის, მოცარტის, შუმანისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებებით. გამოიცემა CD Pregnancy music და 3 მარტს, დედის დღეს ვალერიან შიუკაშვილი სწორედ ორსულებისთვის, მომავალი დედებისთვის დაუკრავს მასში შესულ კომპოზიციებს. ნაწარმოებები პოლონეთში ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებზე დაყდნობით შეირჩა, თუმცა საბოლოო პროგრამა ACT-ის კვლევის შედეგს დაეყრდნობა. ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი 3 მარტს სპეციალურად ორსული ქალბატონებისთვის გაიმართება.

 

51177128_380746085835536_6801567930011090944_n

მთავარი გვერდი კომპანიის სიახლეები Pregnancy Music – მითი თუ რეალობა?

კონტაქტი


მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.