„ეისითის“ სტიპენდია „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის

კომპანია „ეისითიმ“ 2017-2018 წლის გაზაფხული-შემოდგომის სემესტრში, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სოციოლოგიისა და პიარის ფაკულტეტის ოთხ წარჩინებულ სტუდენტს დაუნიშნა სტიპენდია.

შერჩეული სტუდენტების დაჯილდოება პარასკევს, 31 მარტს, ”ლიგამუსში” გაიმართა.

„ეისითის“ მხრიდან ეს ინიციატივა კერძო კომპანიასა და სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მნიშვენლოვანი პრეცედენტია. გარდა სტიპენდიისა, თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია სოციოლოგიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამებში სტაჟირებისა და პროფესიული უნარების განმავითარებელი კომპონენტების გაუმჯობესება, რაც უნივერსიტეტის მხრიდან კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ბოლონიის პროცესითა და „ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების ჩარჩო-დოკუმენტით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად.

ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ჩვენი პარტნიორი კომპანიების დახმარებით. მადლობა თანამშრომლობისთვის!

“ეისითისთვის”, როგორც საქართველოს კვლევითი ბაზრის ლიდერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დარგის პოპულარიზაცია და ამიტომ განაგრძობს განათლებაზე ზრუნვას.

მთავარი გვერდი კომპანიის სიახლეები „ეისითის“ სტიპენდია „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის
ქუჩა #8, 0183, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.