ზრუნავენ თუ არა თბილისელები თვითგანვითარებაზე

28 სექტემბრიდან “ეისითი” იწყებს სასერტიფიკატო კურსს: “მარკეტინგული კვლევა”. კურსის დაგეგმვის პროცესში კომპანია დაინტერესდა ზრუნავენ თუ არა თბილისელები თვითგანვითარებაზე და რა საშუალებებს იყენებენ ამისთვის.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ათიდან ექვსი თბილისელი (63%) ზრუნავს თვითგანვითარებაზე და ამ მიზნით სხვადასხვა ხერხს იყენებს. აღსანიშნავია, რომ თვითგანვითარებაზე მეტწილად ახალგაზრდები ფიქრობენ. ასაკის მატებასთან ერთად კი თვითგანვითარებაზე მზრუნველთა წილი მცირდება.

თბილისელებში თვითგანვითარებისთვის ყველაზე პოპულარული გზებია ელექტრონული ლიტერატურის გაცნობა (28%) და კომპეტენტური ადამიანებისთვის აზრის კითხვა (26%). კვლევის მონაცემებით, თბილისელების ერთი მეხუთედი თვითგანვითარების მიზნით სხვადასხვა სახის ტრენინგებს ესწრება (20%). ელექტრონულ ტრენინგებზე დასწრება კი ნაკლებად გავრცელებული ქცევაა (7%).

dodo

კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 31 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.  გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

მთავარი გვერდი იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს ზრუნავენ თუ არა თბილისელები თვითგანვითარებაზე

კონტაქტი


მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.