4-დან 3 ქართველი მზადაა საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლოს

“WIN/Gallup International”-ის მიერ 64 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61% იბრძოლებდა საკუთარი ქვეყნისთვის, ხოლო 27% არა. საბრძოლო განწყობა ცენტრალურ აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში ბევრად მაღალია (83%) ვიდრე დასავლეთ ევროპაში (25%). მონაცემების ასაკის ჭრილში დამუშავებისას აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად 18-34 წლის ახალგაზრდები არიან მზად საბრძოლველად (66%).

საქართველოს მოსახლეობის 76%-მა განაცხადა, რომ მზად არის საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლოს, რაც ევროპის რეგიონში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მხოლოდ 6 ქვეყანაში დაფიქსირდა საქართველოზე უფრო მაღალი პროცენტულობა. მათ შორის მოროკო და ფიჯი, რომლებიც პირველ ადგილს ინაწილებენ (94%).
*კვლევა ჩატარდა 2014 წელს. ჯამში გლობალურად გამოიკითხა 62,398 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ გამოკითხვით (30 ქვეყანაში; N=32,258) და სატელეფონო გამოკითხვით (12 ქვეყანაში; n=9,784) ან ონლაინ გამოკითხვით  (22 ქვეყანაში; n=20,356). ცდომილება არ აღემატება 4.45%-ს.
მთავარი გვერდი სტატიების არქივი 4-დან 3 ქართველი მზადაა საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლოს

კონტაქტი


მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.