Eye Tracking ტექნოლოგია

„აი თრექინგი“ არის ვიზუალური კონცეფციების კვლევისა და შეფასების ყველაზე თანამედროვე, ზუსტი და სწრაფი ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ფორმატის ვიზუალური მასალის ტესტირება:

  • ბეჭდვითი რეკლამა;
  • ელექტრონული რეკლამა;
  • სატელევიზიო რგოლები;
  • გარე რეკლამა;
  • ვებ-გვერდი;
  • პროდუქტის შეფუთვა

“აი თრექინგი” ინფრაწითელი სხივი აფიქსირებს რესპონდენტის თვალის მოძრაობას და მისი მზერის ხანგრძლივობას. ასევე, აფიქსირებს მისი თვალის გუგის გაფართოებას და შევიწროებას, რის მიხედვითაც იზომება არა მხოლოდ ყველაზე აღქმადი ობიექტები, არამედ ის თუ რამდენად იწვევს ემოციას ესა თუ ის გამაღიზიანებელი. ამ ტექნოლოგიის უპირატესობა ისაა, რომ იგი რეალურ დროში აფიქსირებს რესპონდენტის ფიზიოლოგიურ რეაქციებს, მაშინ როცა ნებისმიერი სხვა კვლევითი მიდგომა ვიზუალური მასალების ტესტირებისას მხოლოდ რესპონდენტის მეხსიერებას ეყრდნობა.

“ეისითის” მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიით შესაძლებელია ამა თუ იმ ვიზუალურ მასალაზე მომხმარებლის რეაქციების ზუსტი ანალიზი, რაც, თავის მხრივ, დამკვეთს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს ობიექტურ მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებები და გაზარდოს სარეკლამო და საკომუნიკაციო კამპანიების ეფექტიანობა.Presentation1

“აი თრექერს” წარმატებით იყენებენ:

logos

 

2016 წლიდან, ადგილობრივ ბაზარზე ტექნოლოგიის ექსკლუზიური მფლობელი „ეისითი“ (ACT) გახლავთ.


კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩა #8, 0183,
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.