მომხმარებლის კვლევა “სელფის” მეშვეობით

ამერიკის მოქალაქეებს უკვე შესაძლებლობა აქვთ გადაიხადონ სასურველი პროდუქციისა და მომსახურეობის ღირებულება, იმით რასაც თითქმის ყოველი ჩვენგანი სიამოვნებით აკეთებს. აპლიკაცია Pay Your Selfie იხდის თანხას თქვენს „სელფიში“.

pay-your-selfie-screens-600ჩიკაგოში დაფუძნებულმა კომპანიამ, სექტემბრიდან მოყოლებული მოიზიდა 100 000-ზე მეტი მომხმარებლები, რომლებმაც აპლიკაციაში განათავსეს 500 000-ზე მეტი ფოტო. აპლიკაციის გამოყენება ძალიან მარტივია: Pay Your Selfie ანთავსებს მოთხოვნას კონკრეტულ ბრენდზე, მომხმარებლები ამ ბრენდის პროდუქციასთან გადაღებული ფოტოს ატვირთვის სანაცვლოდ იღებენ ვირტუალურ საფულეში $1-მდე თანხას. იმ ფოტოში, სადაც პროდუქტთან არ პოზირებენ, მომხმარებლები მხოლოდ რამოდენიმე ცენტს იღებენ. როდესაც მათი ელექტრონული ყულაბა $20-მდე  შეივსება, კომპანია მათ ფოსტის მეშვეობით ჩეკს უგზავნის ან მოთხოვნის შესაბამისად მათ მიერ შერჩეულ  საქველმოქმედო ორგანიზაციას ურიცხავს.

კომპანიები მზად არიან ფული გადაუხადონ Pay Your Selfie-ის მომხმარებლის ყოველი აქტივობისთვის, რათა მონაცემები შეაგროვონ და ინსაიტები გამოიყენონ რეკლამებისა და პროდუქტის შეფუთვისთვის. აპლიკაციის მომხმარებლების უდედისი ნაწილი არიან ახალგაზრდები – მარკეტერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი.

კბილის პასტა Crest და ლუდი Goose Island ამ პლატფორმის პირველი მომხმარებლები არიან. Procter & Gamble-ის კბილის პასტის ბრენდის შედეგები განსაკუთრებულად საინტერესოა.

„მათ აღმოაჩინეს, რომ მომხმარებლების დიდი რაოდენობა კბილებს საღამოს 16:00 საათიდან 18:00 საათამდე იხეხავს,“ განაცხადა Pay Your Selfie-ს თანა-დამფუძნებელმა კრისტენ ჰოლმანმა. ასე რომ, თეორიულად Crest-ს შეუძლია ეს ინფორმაცია მესიჯებში და ციფრულ მედიაში გამოიყენოს.

ჰოლმანმა ასევე ისაუბრა ერთ-ერთი კომპანიის მაგალითზე: „სურდათ გაეგოთ, მომხმარებლები ხილს ოთახში დახლზე ინახავენ თუ სათავსოში. თუ დახლზე ინახავენ, ესეიგი ის მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ხოლო თუ სათავსოში ინახავენ ესეიგი განმეორებითი შეძენის ალბათობა ნაკლებია.“

მსგავსი ტიპის აპლიკაციები და მარკეტინგული კვლევის ინოვაციური მეთოდები კომპანიებს მომხმარებელზე უფრო მეტი ინფრომაციის მიღებაში ეხმარება, რაც სწორი ანალიზის შემთხვევაში სარეკლამო კამპანიების ზუსტ დაგეგმვას უწყობს ხელს.

მთავარი გვერდი კატეგორიის გარეშე მომხმარებლის კვლევა "სელფის" მეშვეობით

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის
ქუჩა #8, 0183, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.