„ეისითი“ აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტების მონაცეცმთა ხარისხის შემოწმების საკონსულტაციო მომსახურებას განახორციელებს

დღეს გაფორმდა ხელშეკრულება „ეისითისა“ და „აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ (MCA Georgia) შორის, რომელიც მიზნად ისახავს II კომპაქტთან დაკავშირებული პროექტების მონაცემთა ხარისხის შემოწმების საკონსულტაციო მომსახურებას.

II კომპაქტი წარმოადგენს 140 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის კონტრაქტს, რომელიც გაფორმდა 2013 წელს „აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა“(Millennium Challenge Corporation- MCC) და საქართველოს მთავრობას შორის. II კომპაქტის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.

მთავარი გვერდი კატეგორიის გარეშე „ეისითი“ აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტების მონაცეცმთა ხარისხის შემოწმების საკონსულტაციო მომსახურებას განახორციელებს

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის
ქუჩა #8, 0183, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.