“ეისითის” სასერტიფიკატო კურსი

მარკეტინგული კვლევა

კურსის გავლის შედეგად მონაწილეებს ექნებათ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება კვლევის დაგეგმვის, განხორციელებისა და შედეგების სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში გამოყენებისთვის.

კურსის შესახებ

„ეისითის“ სასერტიფიკატო კურსი ეს არის უნიკალური სასწავლო პროგრამა, რომელიც:

» აგებულია თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურაზე და იძლევა საფუძვლიან თეორიულ ცოდნას მარკეტინგულ კვლევაში;

» გამდიდრებულია რეალური ქეისებით, რომელიც კომპანიას დაუგროვდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად;

» ტარდება საქართველოს წამყვანი პროფესიონალების, პრაქტიკოსების მიერ დარგში მუშაობის 15-20 წლიანი გამოცდილებით;

» და რაც მთავარია, ტრეინინგი ტარდება „ეისითის“ ოფისში, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ დააკვირდნენ კვლევის რეალურ პროცესს და ზოგ შემთხვევაში ჩაერთონ კიდეც.

რას მოიცავს კურსი?

» მარკეტინგული კვლევის როლი ბიზნეს გადაწყვეტილებებში;

» მარკეტინგული კვლევის ინდუსტრია – მიმწოდებლები და მომხმარებლები. მარკეტინგული კვლევის ეთიკა;

» მარკეტინგული კვლევის პროცესი;

» მეორადი მონაცემების კვლევა; თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევითი მეთოდების შედარებითი ანალიზი;

» თვისებრივი კვლევის მეთოდები;

» დაკვირვება – ეთნოგრაფია, იდუმალი მყიდველის მეთოდი;

» რაოდენობრივი კვლევა;

» სკალები, გაზომვისა და შეფასების ტექნიკა, კითხვარის დიზაინი;

» რესპონდენტთა შერჩევის მეთოდები; მონაცემთა შეწონვის სტრატეგია;

» მონაცემთა დამუშავება და სტატისტიკური ანალიზი; სტატისტიკური დამუშავების პროგრამები.

» მარკეტინგული კვლევის შედეგების პრეზენტაცია და მენეჯმენტი. მარკეტინგული კვლევის პრაქტიკა, კვლევის ტიპები;

» პროექტების ანგარიშების ჩაბარება და პრეზენტაცია;

» გამოცდა

ვისთვის არის კურსი?

მარკეტინგის, პიარის, რეკლამის, გაყიდვების, ადამიანთა რესურსის მართვის სპეცილისტებისთვის და ასევე ნებისმიერი სხვა რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებსაც უწევთ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.

რეგისტრაცია

» რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 თებერვალი

» რეგისტრაციის ბმული: https://goo.gl/m46HoH

» 19 თებერვალი – 4 აპრილი

» ორშაბათსა და ოთხშაბათს 19:00 – 22:00

» სულ 42 საათი, 14 ლექცია.

კურსის ღირებულება

» 950 ₾ დღგ-ს ჩათვლით

» რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 თებერვალი

» გადახდის ბოლო ვადა: 16 თებერვალი

კურსის ჩატარების ადგილი

» „ეისითის“ ოფისი – ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის N8

ლიტერატურა

პროგრამა აგებულია ქვემოთ მოცემული პროფესიული ლიტერატურის საფუძველზე, ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან და ოპტიმიზირებულია მსმენელისთვის.

» Marketing Research, 10th edition, Carl McDaniel Jr. / Roger Gates

» Sampling of Populations: Methods and Applications, 4th Edition / Paul S. Levy, Stanley Lemeshow

» Survey Sampling / Leslie Kish

» Qualitative Marketing Research. David Carson, Aurdey Gilmore, Chad Perry and Kjell Gronhaug, 2001. Sage Publications, Inc

» Qualitative Tips, Tricks and Trends. What every researcher should know. Malone, Mary Kathryn. 2011. Paramount market publishing, Inc.

» Current and Emerging trends in Qualitative Research. Esomar world research workshop – Sharon Dimoldenberg & Judith Langer

» Focus Groups. A Practical Guide for Applied Research. Fifth Edition.

» Richard A. Krueger & Mary Anne Casey. 2015. Sage Publications, Inc.

» Cultural insight for enhanced communication – Esomar world research workshop – Malcolm Evans & Virginia Valentine

ლექტორები

“მარკეტინგული კვლევის” კურსს წაუძღვებიან „ეისითის“ წამყვანი სპეციალისტები, რომლებსაც სფეროში მუშაობის 15 წელზე მეტი სტაჟი აქვთ. ამასთან, ყველა ტრენერს აქვს სწავლების გამოცდილება. სხვადასხვა დროს ისინი ლექციებს კითხულობდნენ: კავკასიის ბიზნეს სკოლაში, თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა).

 

 

კურსის პირველი გამოშვების მონაწილეების შეფასება

“ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა! ძალიან ნაყოფიერი, ინფორმაციული და პრაქტიკული სასწავლო კურსი გავიარეთ. ასე ხდება მაშინ როცა მაღალი რანგის პროფესიონალები და წარმატებული კომპანია გიზიარებს ცოდნას და გამოცდილებას.”
სოფიო ვაჭარაძე – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი

“ძალიან დიდი მადლობა მთელს გუნდს, როგორც შემსრულებლებს, ასევე მონაწილეებს!!! ძალიან სასიამოვნო 14 შეხვედრა, 14 დღე, 14 დღეზე ბევრად, ბევრად მეტი ცოდნა. ”
სალომე ქვრივიშვილი – მაკდონალდსი

“მადლობა ACT-ის არაჩვეულებრივი კურსისათვის, ემოციებისთვის, სითბოსათვის და იმ ფასდაუდებელი ცოდნისთვის რაც ამ ტრეინინგმა მოგვცა.”
გიორგი მახარაძე – სამსუნგის წარმომადგენლობა საქართველოში

“აქ ის ცოდნა მივიღე რომელიც აუცილებლად გამომადგება წინსვლისთვის. ყველა დაინტერესებულს ვურჩევ! არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა.”
ანნა გველესიანი –  საერთაშორისო აკადემია ლოგოსი

ეისითის შესახებ

„ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი“ (ეისითი / ACT) საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის ლიდერია საქართველოში. კომპანია დაარსდა 2002 წელს. დღეს „ეისითი“ საუკეთესო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიაა, ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, საიდანაც 10-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. „ეისითის“ კლიენტები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ არიან მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესები, საერთაშორისო ორგანიზაციები / დონორები, სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური პარტიები. 15 წლის განმავლობაში კომპანიას სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა სექტორში 1500-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გამოცემა

მთავარი გვერდი “ეისითის” სასერტიფიკატო კურსი

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის
ქუჩა #8, 0183, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.