გაყიდვის არხების ანალიზი

არხები რომელთა საშუალებითაც თქვენს მომხმარებელს სთავაზობთ პროდუქტს, მარკეტინგული მიქსის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. არხების ანალიზი გეუბნებათ სად და როგორ უნდა გაყიდოთ თქვენი პროდუქტი ყველაზე ეფექტურად, რა უნდა შეცვალოთ არხების თვალსაზრისით გაყიდვების გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, არხების შესწავლა ბრენდის პოლიციის ფუნქციასაც ასრულებს – მომხმარებლის პროდუქტთან შეხების ნებისმიერი წერტილი ხომ თქვენი ბიზნესის იმიჯის განუყოფელი ნაწილია.
ეისითი გთავაზობთ გაყიდვის არხების ანალიზს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყობს მონაცემთა მაქსიმალურ სიზუსტეს. არხების ანალიზი ტარდება სხვადასხვა მიზნობრიობით – ობიექტის ადგილის შერჩევა, პროდუქტის თაროზე ეფექტურად განლაგება, პრომო აქციების ხარისხი გაყიდვის ადგილზე და ა.შ. ნებისმიერი ეს საკითხი აქტუალურია ქსელური მაღაზიებით გაშუალებული გაყიდვის შემთხვევაშიც, როდესაც თქვენ გარკვეულწილად კარგავთ კონტროლს თქვენი პროდუქტის გაყიდვის პროცესზე.

ლოკაციის ტესტირება „ქაუნთერების“ გამოყენებით
-რამდენად ხალხმრავალია შერჩეული ლოკაცია
-რა სოციო-დემოგრაფიული სეგმენტის ინდივიდები სტუმრობენ ადგილას / რა სიხშირით
-რა დღეებშია განსაკუთრებულად ინტენსიური ნაკადი

თაროს ტესტი „აი თრექინგის“ გამოყენებით
-რამდენად სწრაფად და მარტივად ახდენს მომხმარებელი თქვენი პროდუქტის დიფერენცირებას
-როგორ აღიქვამს მომხმარებელი თქვენი პროდუქტის შეფუთვას რეალურ, კონკურენტულ გარემოში
-როგორ შეიძლება თქვენი პროდუქტის აღქმადობის გაუმჯობესება
-რა ემოციური პასუხი აქვს მომხმარებელს პროდუქტის დანახვაზე

პრომო აქციების ხარისხის მონიტორინგი
-მიმდინარეობს თუ არა პრომო აქცია შეთანხმებულ დროის პერიოდში
-სრულდება თუ არა პრომო აქციის ყველა შეთანხმებული პირობა
-რამხელაა მომხმარებელთა ჩართულობა აქციაში


სხვა სერვისები, რითაც შეიძლება დაინტერესდეთ

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გამოცემა

მთავარი გვერდი ბიზნეს მიმართულება გაყიდვის არხების ანალიზი

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩა #8, 0183,
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.