თანამშრომელთა კვლევა

კმაყოფილი და ინფორმირებული თანამშრომლები კომპანიის უფასო ადვოკატები და ერთგვარი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები არიან. მათ მონდომებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რამდენად სწრაფად, მარტივად და ეფექტურად განხორციელდება თქვენი მიზნები. თანამშრომელთა კმაყოფილების, ლოიალობის და ინფორმირებულობის რეგულარული მონიტორინგი საშუალებას გაძლევთ ორგანიზაციის პულსზე გეჭიროთ ხელი და ნათლად ხედავდეთ ტენდენციებს თანამშრომლების განწყობის თვალსაზრისით.

ორგანიზაციულ კვლევას სხვა წინაპირობებიც აქვს: თუ თქვენი კომპანია გარდამავალ/კრიზისულ პერიოდს განიცდის, თუ რაიმე ცვლილებებს და მნიშვნელოვან სიახლეებს ნერგავთ, თუ შეამჩნიეთ რომ კადრების გადინება ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიურია – თქვენთვის ძალზე აქტუალური იქნება ეისითის შემოთავაზებები თანამშრომელთა კვლევების მიმართულებით.

ორგანიზაციული კლიმატის კვლევა
თანამშრომელთა კმაყოფილების და ლოიალობის ინდექსი


სხვა სერვისები, რითაც შეიძლება დაინტერესდეთ

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გამოცემა

მთავარი გვერდი ბიზნეს მიმართულება თანამშრომელთა კვლევა

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩა #8, 0183,
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.