ინსაიტები ეფექტური კომუნიკაციისთვის

ეფექტური კომუნიკაციისთვის არ კმარა მხოლოდ კრეატივი კრეატივისთვის. ის ფუნდამენტალურ ღირებულებებზე და მოტივებზე დაფუძნებულ იდეებს საჭიროებს. კვლევა მხოლოდ ხელს უწყობს და აძლიერებს ასეთ შემოქმედებითობას და უზრუნველყოფს ამ დიდი იდეების ეფექტურ გადაყვანას სარეკლამო/საკომუნიკაციო მასალის ფორმატში.

ეისითი საკომუნიკაციო აქტივობის სხვადასხვა ეტაპზე გთავაზობთ კვლევებს ტრადიცული და თანამედროვე კვლევითი მეთოდების გამოყენებით. ეისითის ინსაიტები ემსახურება თქვენი საკომუნიკაციო მასალის, კონტენტისა და ვიზუალის ოპტიმიზაციას, რაც თავის მხრივ განაპირობებსს დანახარჯების მაქსიმალურ ამონაგებს.

სარეკლამო მასალების პრე-ტესტი ტრადიციული მეთოდოლოგიით
-როგორ გადმოსცემს რეკლამა ძირითად შეტყობინებას
-რამდენად დაბალანსებულია საკომუნიკაციო მასალაში მეტონიმური და მეტაფორული ენა
-რას ამბობს ის რეკლამირებულ პროდუქტზე, კომპანიაზე ან ბრენდზე
-იწვევს თუ არა ყიდვის სურვილს
-რა არის შესაცვლელი მეტი ეფექტურობის მისაღწევად

სარეკლამო მასალების პრე-ტესტი „აი თრექინგის“ ტექნოლოგიით
-რა ემოციებს იწვევს ვიზუალური მასალის თითოეული ელემენტი
-რამდენად იწვევს ყურადღებას და როგორ შეიძლება ვიზუალური მასალის შეცვლა იმისათვის რომ მეტი ყურადღება მიიქციოს
-სარეკლამო რგოლის რომელი კადრებია ყველაზე ემოციური და მიმზიდველი
-როგორ შეიძლება სარეკლამო რგოლის / პოსტერის ცვლილება ოპტიმიზაციის და მაქსიმალური ეფექტის მიღწევის მიზნით

სარეკლამო მასალების პოსტ-ტესტი
-როგორ გაიგო მომხმარებელმა ძირითადი შეტყობინებები
-როგორ შეცვალა რეკლამამ მომხმარებლის აზრი პროდუქტზე, კომპანიაზე ან ბრენდზე
-მოახდინა თუ არა რეკლამამ ყიდვის სტიმულირება
-რისი გათვალისწინებაა საჭირო კამპანიის სხვა კომპონენტებში

საკომუნიკაციო კამპანიის მიმდინარეობის მონიტორინგი
-რამდენად დიდია კამპანიის წვდომა სამიზნე სეგმენტში
-როგორია პროდუქტის საკომუნიკაციო ფანელი
-რამდენად შეცვალა რეკლამამ მომხმარებლის აზრი პროდუქტზე, კომპანიაზე ან ბრენდზე
-რა არის შესაცვლელი საბოლოო შედეგის გაუმჯობესებისთვის

საკომუნიკაციო კამპანიის ეფექტურობა
-კამპანიის რომელ კომპონენტს ქონდა ყველაზე დიდი წვდომა/ეფექტი სამიზნე სეგმენტში
-სწორად ხდება თუ არა პროდუქტის/კომპანიის ასოცირება კამპანიასთან
-იმუშავა თუ არა კამპანიამ როგორც ერთმა მთლიანმა
-რომელი საკომუნიკაციო არხი/კომპონნეტი იყო ყველაზე ეფექტური


სხვა სერვისები, რითაც შეიძლება დაინტერესდეთ

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გამოცემა

მთავარი გვერდი ბიზნეს მიმართულება ინსაიტები ეფექტური კომუნიკაციისთვის

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩა #8, 0183,
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.