მომხმარებელთა კმაყოფილება და ლოიალობა

მარკეტერები თავის მაქსიმუმს აკეთებენ პროდუქტის შესაქმნელად და ეფექტური მარკეტინგული მიქსის შესამუშავებლად. თუმცა, მუდმივად ინარჩუნებს აქტუალობას იმის გარკვევა, თუ რამდენად შეესაბამება ეს ყოველივე მომხმარებლის მოლოდინს და რამდენად იწვევს მის კმაყოფილებას. კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლები, თავის მხრივ, მომხმარებელთა შენარჩუნების და ლოიალობის მყარ გარანტიას წარმოადგენს. კმაყოფილების კვლევა ასევე ადასტურებს თქვენს ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოსწონს ან არ მოსწონს მომხმარებელს და რის შეცვლას ისურვებდა.

ეისითი მომხმარებელს სთავაზობს კმაყოფილებისა და ლოიალობის გაზომვის როგორც ტრადიციულ მიდგომებს და აპრობირებულ საერთაშორისო ინდექსებს, ასევე საკუთარ, უნიკალურ ბრენდირებულ ინსტრუმენტებს, რომელიც დაფუძნებულია ადგილობრივი ბაზრის ცოდნაზე და მასთან ურთიერთობის მრავალწლიან გამოცდილებაზე.

ეისითის გარანტირებული მომხმარებლის ინდექსი
ენპიეს ინდექსი
ვომ ინდექსი

ასევე მნიშვნელოვანია კმაყოფილების გაზომვის დრო და რეგულარობა, რაც დამოკიდებულია თავად პროდუქტის თავისებურებებზე. კლიენტის დადებით გამოცდილებაზე ორიენტირებული ეფექტური კომპანიები როგორც წესი კმაყოფილების გაზომვის 3 ტიპის მიდგომას მიმართავენ:

-ყიდვის შემდგომი სისტემატიური შეფასებები
-კმაყოფილების პერიოდული კვლევები
-კმაყოფილების რეგულარული შეფასებები / მონიტორინგი


სხვა სერვისები, რითაც შეიძლება დაინტერესდეთ

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გამოცემა

მთავარი გვერდი ბიზნეს მიმართულება მომხმარებელთა კმაყოფილება და ლოიალობა

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩა #8, 0183,
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.