პროდუქტის განვითარება

ყოველთვის არის შესაძლებელი მიენდო საკუთარ ინტუიციას და ივარაუდო რა მოეწონება მომხმარებელს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო სტატისტიკას, ახალი პროდუქტების 80% ბაზარზე გამოსვლიდან 1 წელიწადში კვდება. დღეს შანსი მხოლოდ ისეთ პროდუქტებს ეძლევა, რომელიც მომხმარებელს განსაკუთრებულ ფუნქციურ თუ ემოციურ სარგებელს სთავაზობს. ასეთი სარგებლის შექმნა კი უფრო ნათელ ხედვებს და გათვლების მეტ სიზუსტეს მოითხოვს.

ეისითი პროდუქტის კვლევის მიმართულებით მომსახურებათა ფართო სპექტრს გთავაზობთ, მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე – კონცეფციის დამუშავების, ახალი პროდუქტის შექმნის, არსებული პროდუქტის დახვეწის, მარკეტინგული მიქსის თუ პრომო იდეების შემუშავების ეტაპზე.

პროდუქტის შექმნის/ცვლილების ეტაპზე კვლევები გეხმარებათ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტი შექმნათ, მისი განვითარების ეფექტური სტრატეგია შეიმუშაოთ და გაზარდოთ პროდუქტის წარმატების ალბათობა.

განსაკუთრებით ღირებულია პროდუქტის პოტენციალის კვლევები, სადაც კონცეფციის, პროდუქტის მახასიათებლების და მარკეტინგული მიქსის კომბინირებული შესწავლა საშუალებას იძლევა წინასაწარ შეფასდეს რამდენად გამართლებულია ინვესტიციის განხორციელება. მარკეტინგული რისკები კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდება, შესაბამისად, პროდუქტის პოტენციალის წინასწარი შეფასება წარმატებული ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების ერთერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

ახალი კონცეფციის ტესტირება

-რა არის კონცეფციის ძირითადი უპირატესობები და ნაკლოვანებები
-როგორი რეაქცია აქვს მომხმარებელს მსგავსი კონცეფციის პროდუქტზე
-რამდენად შეესაბამება კონცეფცია კომპანიას/ბრენდს
-რა ცვლილებებს საჭიროებს პოტენციურ მომხმარებელთა პრეფერენციების გათვალსიწინებით

პროდუქტის ტესტირება

-რა არის პროდუქტის ძირითადი უპირატესობები და ნაკლოვანებები
-პროდუქტის რომელი მახასიათებელი ახდენს გავლენას მის აღქმაზე / ყიდვის გადაწყვეტილებაზე
-პროდუქტის მახასიათებლების რომელი კომბინაცია არის ყველაზე მიმზიდველი მომხმარებლისთვის

შეფუთვის შეფასება

-რამდენად მიმზიდველი და მოსახერხებელია მომხმარებლისთვის შეფუთვა
-რას კომუნიცირებს შეფუთვა პროდუქტის შესახებ
-უჩენს თუ არა შეფუთვა მომხმარებელს ყიდვის სურვილს

ეისითის პროდუქტის პოტენციალის ინდექსი

-რამხელა ინტერესს იწვევს აღნიშნული კონცეფციის, სახელის, შეფუთვის, ფასის მქონე პროდუქტი
-რამხელა გაყიდვებია მოსალოდნელი აღნიშნული კონცეფციის, სახელის, შეფუთვის, ფასის მქონე პროდუქტისთვის
-რა ფაქტორები განაპირობებენ პროდუქტის ყიდვის მიმართ განწყობის ზრდას


სხვა სერვისები, რითაც შეიძლება დაინტერესდეთ

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გამოცემა

მთავარი გვერდი ბიზნეს მიმართულება პროდუქტის განვითარება

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩა #8, 0183,
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.