სამომხმარებლო ქცევა და ინსაიტები

რაც უფრო კარგად ხართ ინფორმირებული მომხმარებლის ქცევასა და სურვილებზე, მით უფრო წარმატებულია მასთან თქვენი ურთერთობა. მომხმარებლის ქცევის, მოტივაციების, პრეფერენციებისა და დამოკიდებულებების ცოდნა დაგეხმარებათ მათთვის მაქსიმალურად მიმზიდველი პროდუქტის შექმაში თუ მიზნობრივი კომუნიკაციის წარმოებაში.
ეისითი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში თუ რა სურს სინამდვილეში თქვენს მომხმარებელს, როგორ იქცევა თქვენი მომხმარებელი, რა ზედაპირული თუ სიღრმისეული ფაქტორები განაპირობებს მის ქცევას და როგორ მოიქცევა ის მომავალში. ქუჩაში, ოფისში, სახლში, სავაჭრო ობიექტში, ყველგან, სადაც თქვენი მომხმარებელია, ჩვენ ვსწავლობთ არა მხოლოდ მის ქცევასა და დამოკიდებულებებს, არამედ მის ფიქრებს და სურვილებს, სიღრმისეულად ვიძიებთ მის მოტივაციებს და ბარიერებს თქვენთვის საინტერესო პროდუქტების მოხმარების პროცესში.
კონკრეტული კითხვები, რომელზეც პასუხობს ეს მომსახურება:
-როგორ ხდება ყიდვის ქცევის ინიცირება?
-ვინ არის ჩართული ყიდვის პროცესში და ვის რა როლი აქვს?
-სად ხდება ინფორმაციის მოძიება?
-როგორ ხდება პროდუქტის შერჩევა?
-რა რეგულარობით / მოცულობით /არხებით ხდება პროდუქტის შეძენა?
-რა სიტუაციებში / რა მიზნით ხდება პროდუქტის შეძენა?
-რა არის ყიდვის ძირითადი მოტივატორები და ბარიერები?
-რა ქმნის პროდუქტთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებას?


სხვა სერვისები, რითაც შეიძლება დაინტერესდეთ

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გამოცემა

მთავარი გვერდი ბიზნეს მიმართულება სამომხმარებლო ქცევა და ინსაიტები

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩა #8, 0183,
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.