სერვისის მონიტორინგი

მომსახურების სფეროში მოქმედი წარმატებული კომპანიებისთვის მომსახურების ხარისხის შეფასება უკვე დიდი ხანია აუცილებლობად იქცა. არავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს, რომ სერვისის რეგულარული მონიტორინგი არა მხოლოდ მომსახურე პერსონალის შეფასების საშუალება არის, არამედ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და შენარჩუნებას უწყობს ხელს.

მომსახურების ხარისხის ყველაზე ზუსტ ბარომეტრად იდუმალი მყიდველის კვლევები ითვლება, სადაც დამკვირვებლები რეალური მომხმარებლების სახით ევლინებიან ობიექტებს და შეთანხმებული სცენარებით, წინასაწარ განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით აფასებენ მომსახურეობის სხვადასხვა ასპეტს.

ეისითი საქართველოში იდუმალი მყიდველის მეთოდოლოგიის პიონერია. როგორც იდუმალ მყიდველთა მსოფლიო ასოციაციის წევრი, ეისითი უკვე 15 წელია ადგილობრივი და საერთაშორისო მოწინავე კომპანიებისთვის ახორციელებს ერთჯერად თუ გრძელვადიან იდუმალი მყიდველის პროექტებს. ეისითი ამაყობს თავისი კლიენტების შთამბეჭდავი მიღწევებით მომსახურების ხარისხის ზრდის თვალსაზირით.

კლიენტების პარალელურად ეისითი თავად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და დღეისათვის მაქსიმალურად კლიენტზე მორგებულ, მარტივ და კომფორტულ პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს მომხმარებელს.


სხვა სერვისები, რითაც შეიძლება დაინტერესდეთ

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გამოცემა

მთავარი გვერდი ბიზნეს მიმართულება სერვისის მონიტორინგი

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩა #8, 0183,
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.