ფასის ელასტიურობა

საფასო სტრატეგიის და ტაქტიკის განსაზღვრა მარკეტერების პრეროგატივაა. საფასო ალტერნატივების განხილვისას, მარკეტერებს ძალიან ეხმარებათ ფასთან დაკავშირბეული კვლევები. სწორედ ასეთ კვლევებს მიეკუთვნება ფასის ელასტიურობის კვლევა, ანუ ფასის ცვლილებაზე ბაზრის რეაქციის ინდექსი. ფასის ელასტიურობა ზომავს ფასის მცირე ცვლილების შემთხვევაში ბაზრის რეაქციას მოთხოვნის რაოდენობის თვალსაზრისით, და ეს მაჩვენებელი გამოისახება პროცენტებში.

თუ პროდუქტის ფასის გაზრდას აპირებთ, ამ ინდექსის საშუალებით გეცოდინებათ რას უნდა ელოდოთ – მოთხოვნის უცვლელად შენარჩუნებას თუ მის კრიტიკულ ვარდნას. თუ ბაზარს ნულოვანი რეაქცია ექნება ფასის ცვლილებაზე, ეს ნიშნავს რომ მოთხოვნა არაელასტიური ყოფილა. თუ ფასის უმნიშვნელო ცვლილებაც კი მნიშვნელოვნად ცვლის მოთხოვნას, მაშინ მოთხოვნა ელასტიურია და ფასის განსაზღვრა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ელასტიურობის მაჩვენებლის განსაზღვრა შესაძლებელია რეალური გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზით, სატესტო ბაზრების მაჩვენებლების ანალიზით ან მომხმარებელთა სამომავლო განწყობების შესწავლით. ეისითი ელასტიურობის შესწავლას მომხმარებელთა განწყობების შესწავლით გთავაზობთ ჰიპოტეტური საფასო სცენარების გამოყენებით. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა არა მხოლოდ საკუთარი ფასის, არამედ კონკურენტი პროდუქტების ფასების ქროს-ელასტიურობის შესწავლაც მოხდეს.


სხვა სერვისები, რითაც შეიძლება დაინტერესდეთ

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გამოცემა


კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩა #8, 0183,
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.