დილის რუტინა

“ეისითი” დაინტერესდა თუ როგორია თბილისის მოსახლეობის დილის რუტინა.

კვლევის მონაცემების მიხედვით თბილისის მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი (41%), 06:01-დან 08:00-მდე პერიოდში იღვიძებს.  08:01-დან 10:00 საათამდე იღვიძებს გამოკითხულთა 39% , ხოლო 10:01-12:00 პერიოდში – 9%.  მოსახლეობის ყველაზე მცირე ნაწილი (4%) იღვიძებს 12:01 საათზე ან უფრო გვიან, რაც შეეხება იმ ადამიანების რიცხვს რომლებიც ყველაზე ადრე (06:00 ან უფრო ადრე) იღვიძებენ, მათი რაოდენობაც საკმაოდ დაბალია და 6%-ს შეადგენს.

რაც შეეხება თბილისის მოსახლეობის ახალი ამბებით დაინტერესებას, დილით 30% საერთოდ არ ეცნობა ახალ ამბებს.  ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მიღების ყველაზე პოპულარულ საშუალებად ტელევიზორი დასახელდა და მას გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (53%) იყენებს, ყოველი მეოთხე თბილისელისთვის (24%), ინტერნეტი არის ინფორმაციის მიღების წყარო, ხოლო რადიოს ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ 1% უსმენს დილით.

Toothache Remedies Infographic

*კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.


კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.