დღეს გაფორმდა ხელშეკრულება „ეისითისა“ და აშშ-ს “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ (MCA Georgia) შორის, რომელიც მიზნად ისახავს II კომპაქტთან დაკავშირებული პროექტების მონაცემთა ხარისხის შემოწმების საკონსულტაციო მომსახურებას.
II კომპაქტი წარმოადგენს 140 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის კონტრაქტს, რომელიც გაფორმდა 2013 წელს აშშ-ის “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა“(Millennium Challenge Corporation- MCC) და საქართველოს მთავრობას შორის. II კომპაქტის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.