ახალი პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE

„ეისითი“ ახალი პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE-ის საშუალებით მცირე და საშუალო ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს.

ანალიზისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანიამ „ეისითი“, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ახალი სტრატეგიული საკონსულტაციო პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE შექმნა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ კონსულტირების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი რეალობა მცირე და საშუალო ბიზნესს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადს ხდის. არსებულ კრიზისში, სწორედ ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში მათ მხარდაჭერას და გაძლიერებას ისახავს მიზნად ახალი პლატფორმა, სადაც „ეისითი“-ს, მისი შვილობილი და პარტნიორი კომპანიების გამოცდილი კონსულტანტები კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ საკუთარი პროფილის შესაბამისად.

  •   ბიზნესის განვითარების სტრატეგია;
  •   ზოგადი მენეჯმენტი;
  •   ლიდერობა და ორგანიზაციული განვითარება;
  •   კრიზისის მენეჯმენტი;
  •   იურიდიული კონსულტაცია;
  •   ბიზნეს- ქოუჩინგი (ინდივიდუალური & გუნდური);
  •   კრიზისული კომუნიკაცია;
  •   სტრატეგიული HR-ი და თანამშრომელთა მოტივაცია;
  •   სტრატეგიული მარკეტინგი და კომუნიკაციები;
  •   IT ინფრასტრუქტურის გამართვა;
  •   ოფისებისა და ქოლ-ცენტრების დისტანციური მართვა;
  •   კიბერუსაფრთხოება;
  •   სხვა ბიზნეს მიმართულებები.

ვებ-პლატფორმით კონსულტაციების მიღება მარტივადაა შესაძლებელი  act-strategist.ge-ზე კონსულტანტის, საკონსულტაციო მიმართულების არჩევისა და შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ. პლატფორმა 2020 წლის 6 აპრილიდან ფუნქციონირებს და მისი საშუალებით კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით უკვე 10-მდე კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ეისითი“ 15 წელზე მეტია კვლევით და საკონსულტაციო ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი ოფისები აზერბაიჯანში 2010 წლიდან, ყაზახეთში კი – 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს როგორც ბიზნესის, ასევე განვითარების პროექტების მიმართულებით.

 

მთავარი გვერდი სტატიების არქივი ახალი პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.