„ეისითი“-ს ახალი ინიციატივა ,,გაბედე ოცნება”

„ეისითი“-მ ახალ ინიციატივას – #გაბედეოცნება (DareToDream) ჩაუყარა საფუძველი. ინიციატივის ფარგლებში კომპანიის გუნდის წევრებმა მარკეტინგული კონსულტაცია გაუწიეს ქოლ-ცენტრის პროექტულ თანამშრომელს, ნინო მდინარაძეს, რომელიც ხელნაკეთი ნივთების საწარმო SaNi Art-ის დამფუძნებელია.

პროექტის შედეგად, „ეისითი“-ს გუნდმა „სანიარტი“-სთვის შეიმუშავა საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც, 2019 წლის 23 სექტემბერს კომპანიაში დამწყები მეწარმის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

„ეისითი“-ს ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშრომლების მხარდაჭერას ისეთ აქტივობებში, რომლებიც კომპანიის პირდაპირ საქმიანობას არ უკავშირდება.

#გაბედეოცნება „ეისითი“-ს სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე, სხვადასხვა მიმართულებით მათ გაძლიერებასა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

71083172_2531703780202359_364037193171206144_o       70889876_2531942120178525_1644463142786301952_n

მთავარი გვერდი სტატიების არქივი „ეისითი“-ს ახალი ინიციატივა ,,გაბედე ოცნება"

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.