ეკოლოგიური პრობლემები

2018 წლის ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსის (EPI – Environmental Performance Index) მიხედვით კვლევის მონაწილე 180 ქვეყანას შორის საქართველო 94-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში პირველ ადგილზეა შვეიცარია, ხოლო ბოლოზე ბურუნდი. EPI-ის მიხედვით ქვეყნების რანჟირება ათ კატეგორიად ხდება, რომლებიც თავის მხრივ ერთიანდებიან ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობისა და გარემოს სიჯანსაღის ჯგუფებში  (ბმული).

2017 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 44% თვლის, რომ მათ დასახლებაში ჰაერი დაბინძურებულია; 37% მიიჩნევს, რომ ნიადაგია დაბინძურებული, ხოლო გამოკითხულთა 33%-ს  ბუნებრივი წყლის რეზერვუარები ჰგონია დაბინძურებული.

საინტერესოა, რომ სოფელში რეალობა რადიკალურად განსხვავებულია ქალაქისგან. კერძოდ, თუ თბილისში რესპოდენტთა 89%, სხვა ქალაქებში კი – 48% აცხადებს, რომ მათ დასახლებაში ჰაერი დაბინძურებულია, სოფელში რესპოდენტთა მხოლოდ 12% ამბობს იგივეს. ნიადაგისა და ბუნებრივი წყლის რეზერვუარებთან დაკავშირებით ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავება ფაქტობრივად არ ფიქსირდება. რეგიონების მიხედვით, ყველაზე ნაკლებად ეს პრობლემა რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთის მოსახლეობას აწუხებს.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაბინძურებას ქალები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას, ვიდრე მამაკაცები, როგორც ჰაერის, ასევე ნიადაგისა და ბუნებვრივი წყლის რეზერვუარების შეფასებისას.

ეკოლოგია geo

*კვლევა 2017 წლის მარტში ჩაატარა ეისითიმ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის (SCO) ოფისისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC)  დაკვეთით. მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით  კმაყოფილების დონის დასადგენად საქართველოს მაშტაბით 3400 ზრდასრული რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის სრულ შედეგებს  შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე
მთავარი გვერდი საზოგადოების აზრი ეკოლოგიური პრობლემები

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.