თბილისობა

  ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დედაქალაქი აღნიშნავს თბილისობის დღესასწაულს. ,,ეისითის” მიერ ჩატარებული მოსახლეობის აზრის კვლევის  შედეგებით, ქალაქ თბილისის მცხოვრებლების 88.4%-ს მიაჩნია, რომ თბილისობის დღესასწაული მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დედაქალაქისათვის, 6.8% კი მიიჩნევს, რომ დღესასწაული არაა მნიშვნელოვანი,ხოლო 2.9%-ს არ აქვს მკაფიო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით.

 ,,ეისითი” დაინტერესდა როგორი იყო მოსახლეობის აქტივობა წელს თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე.  გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 23% დაესწრო ღონისძიებებს, ყველაზე მაღალი დასწრებადობით ხასიათდებოდა: კონცერტები (44%), გამოფენები (19%), სასოფლო-სამეურნეო ბაზრობა (16%), საბავშვო გასართობი აქტივობები (9.4%), თეატრალური წარმოდგენები (6.5%) და ფესტივალები (5.4%).

 ზოგადი ტენდენციების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 22.1% ყოველწლიურად, 24 % საერთოდ არა, ხოლო 53.5% სხვადასხვა სიხშირით  ესწრება თბილისობის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს.

Orange Building Structure Outstanding Student Certificate

 

 

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2019 ოქტომბერშიმონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

 


კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.