კვლევა „ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივ დონეზე: იმერეთი და თბილისი“

კვლევის შედეგების პრეზენტაცია „რესბუპლიკის“ საკონფერენციო დარბაზში 10 თებერვალს გაიმართა. პრეზენტაცია „ეისითი“-ს სოციალური კვლევების მენეჯერმა კესო ესებუამ წარადგინა.

კვლევა ჩატარდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის ოფისისა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ინიციატივით. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების შესწავლა თბილისისა და იმერეთის რეგიონის მაგალითებზე განხორციელდა.

საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ სრული უფლებამოსილება დაგეგმონ, მართონ და განახორციელონ ახალგაზრდული პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე. შესაბამისად, კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, არის თუ არა ახალგაზრდული პოლიტიკა ინკლუზიური და გულისხმობს თუ არა მხარეთა ჩართულობას. ასევე, როგორ ხორციელდება ახალგაზრდული პოლიტიკა მუნიციპალიტეტებში. კვლევა ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეგიონის მუნიციპალიტეტებში და გასცემს რეკომენდაციებს.

კვლევის ფარგლებში „ეისითიმ“ გამოიყენა სამაგიდე და თვისებრივი კვლევის მეთოდები. თვისებრივი კვლევის ფარგლებში 20 სიღრმისეული ინტერვიუ და 17 ფოკუსური დისკუსია ჩატარდა. სიღრმისეული ინტერვიუების რესპონდენტები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები იყვნენ. ფოკუსური დისკუსიების მონაწილეებად კი, 14-29 ახალგაზრდები იყვნენ შერჩეულნი. ინტერვიუები და დისკუსიები ჩატარდა თბილისსა და იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში

კვლევის სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე:  Youth Policy Implementation at the local level_Imereti and Tbilisi

 

86189296_3739612726078718_3309871788808208384_o 85048142_3739611749412149_4645554094709145600_o

მთავარი გვერდი სტატიების არქივი კვლევა „ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივ დონეზე: იმერეთი და თბილისი“

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.