კლიენტი ჩვენ სამსახურში

28 მარტს, „ეისითის“ ოფისში, „ეისითის“ გუნდს შეხვდა IT მომსახურების უმსხვილესი კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი. ლევანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საინტერესო სპიკერია საქართველოში. მისი თემა „კლიენტი ჩვენ სამსახურში“ მოიცავდა ისტორიას პირადი უნიკალური გამოცდილების შესახებ, რომელიც აძლევს სხვა ადამიანებს ინსპირაციას და პასუხს, როგორ გახადონ კლიენტთან ურთიერთობა უფრო მომგებიანი.

ლევან ახვლედიანს მიღებული აქვს მაკრო ეკონომისტის აკადემიურ ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ის დაეუფლა პროექტების მართვის პროფესიონალის აკადემიურ ხარისხს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. პროფესიული კარიერა ლევანმა „ბანკ რესპუბლიკაში“ დაიწყო, საკრედიტო ექსპერტის რანგში. 2013 წლიდან ლევან ახვლედიანი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს და კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ აღმასრულებელი დირექტორია, 2017 წლიდან კი პარტნიორობს „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტთან“.

 

levanaffef

მთავარი გვერდი კომპანიის სიახლეები კლიენტი ჩვენ სამსახურში

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.