რას აჩუქებენ ერთმანეთს თბილისელები ვალენტინობაზე?

14 თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ვალენტინობის დღე. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის დღედ მიჩნეული ეს დღესასწაული მეტწილად არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაულია, „ეისითის“ 2017 წლის გამოკითხვის თანახმად, თბილისში ამ დღეს აღნიშნავდა ზრდასრული მოსახლეობის 25% და მათგან უმრავლესობა საჩუქარსაც იძენდა.

უცნობია, რამდენად იმატა, ან იკლო 2019 წლისთვის იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც აღნიშნავენ სიყვარული დღეს. ძველი მონაცემების თანახმად, იმ ადამიანებიდან, რომლებიც აღნიშნავდნენ ვალენტინობას, 74% ყიდულობდა საჩუქარს. იქიდან გამომდინარე, რომ პარფიუმერიის ნაწარმს ჯამში მოიხმარს თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 66%, შეიძლება ვივარაუდოდ, რომ სუნამო იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საჩუქარი.

„ეისითი“ დაინტერესდა ზოგადად რა ტიპის პარფიუმერულ ან კოსმეტიკურ პროდუქტს იძენდნენ თბილისელები საჩუქრად ბოლო 1 წლის მანძილზე და ამისთვის გამოკითხა 400 ზრდასრული თბილისელი.

აღმოჩნდა, რომ 2018 წელს თბილისელების მიერ გაკეთებული არჩევანის ტოპ სამეულში მოხვდა სუნამო, სახის კრემი და ტუჩსაცხი.

კვლევის შედეგმა გამოავლინა, რომ ბოლო 1 წლის მანძილზე სუნამო, ან ოდეკოლონი შეიძინა თბილისელების 85%-მა, 55% სახის კრემი ან დამატენიანებელი, ხოლო 54%-მა ტუჩსაცხი.

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 დეკემბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-. გამოყენებული მეთოდისატელეფონო გამოკითხვა.

 

saboloooo nashromiiiiiiiiiii

მთავარი გვერდი იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს რას აჩუქებენ ერთმანეთს თბილისელები ვალენტინობაზე?

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.