როგორია თბილისელების შფოთვის დონე

Covid 19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მთელს მსოფლიოზე. გაჩნდა ახალი გამოწვევები ბიზნესებისთვის და ახალი ცხოვრების სტილი საზოგადოებისთვის.

2020 წლის მიწურულს დავინტერესდით თუ როგორია თბილისელების შფოთვის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.რესპონდენტებს ვთხოვეთ შეეფასებინათ მათი შეგრძნება 10 ქულიან სკალაზე, სადაც „0“ ნიშნავს „საერთოდ არ ვღელავ/ვშფოთავ“ ხოლო „10“ – „ძალიან ვღელავ/ვშფოთავ“.

5.92 (1)

დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, შფოთვის დონე განსხვავდება სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების წარმომადგენლებში. როგორც ირკვევა, ასაკის მატებასთან ერთად შფოთვის დონის საშუალო მაჩვენებელი იზრდება 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის 5.3 ქულას; 35-54 წლის კატეგორიაში 6 ქულას, ხოლო 55 წლის და
უფროს ასაკოვან ჯგუფში 6.5 ქულას აღწევს.

 

5.92 (2)

 

* გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2020 წლის 11-13 დეკემბერს მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

 

მთავარი გვერდი სტატიების არქივი როგორია თბილისელების შფოთვის დონე

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.